გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 2 წელი გავიდა

Read Time:34 Second

დღეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 2 წელი გავიდა. ოჯახის მოთხოვნა კვლავ უცვლელია, დაისაჯოს მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი.

,,დღეს ორი წელი შესრულდა გიგას მკვლელობიდან. ამ დროის განმავლობაში ქართულმა მხარემ არაერთხელ მოითხოვა მკვლელის გადმოცემა თუმცა აფხაზური მხარისთვის ეს საკითხში დღის წესრიგში არ დგას. ეტყობა ხელისუფლების მოთხოვნა არ არის შესაბამისი. გიგას შვილი ეზრდება, არ მინდა მან იძიოს შური“, – ამბობს გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია.

გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში რამდენიმე გასროლით რუსმა სამხედრომ კანჯიოღლიმ მოკლა.

რაშიდ კანჯიოღლის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით 14-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებებით საქართველოს მოთხოვნით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეს „გარეჯობა 2018-ის“ სახალხო დღესასწაული იმართება
Next post თეა წულუკიანი – სტრასბურგის სასამართლო, როგორც ყოველთვის, მხოლოდ სამართლებრივად, მხარეთა არგუმენტებზე დაყრდნობით გადაწყვეტს აგვისტოს ომის საქმეს