გიგა გიგაშვილი: ვაკის პარკის კასკადი არქიტექტურითა და ვიზუალით ერთ-ერთი უნიკალურია არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში

Read Time:33 Second

ის შადრევნების წყება, რომელიც პარკს მიუყვება და რომლის აღდგენაც ახლა მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, სრულდება იმ ლამაზი ტერასული კასკადით, რომელიც პარკს შემდგომ პერიოდში – 1975 წელს შეემატა, – ამის შესახებ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი ამოსავალი წერტილი იყო, რომ კასკადს პირვანდელი სახე დაბრუნებოდა, ვინაიდან ის თავისი არქიტექტურითა და ვიზუალით არის ერთ-ერთი უნიკალური კასკადი არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

„100%-ით, ერთი-ერთში აღდგება იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც პირველად იყო აღდგენილი. პირდაპირი რეკომენდაციაა გაცემული, რომ ყველა დეტალი პირვანდელ მდგომარეობამდე უნდა იყოს აღდგენილი. მათ შორის ის ფილები, რომელიც არ არის ამორტიზებული და რომლის შენარჩუნება შეიძლება და რესტავრაცია, ჩვენ ის ფილებიც უნდა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, რომ ნიკა მელია იყოს პარლამენტში და თავის ამომრჩეველს იქ წარმოადგენდეს
Next post გიგა გიგაშვილი: ვაკის პარკის ტერიტორიაზე დაახლოებით 100 სახეობის სამი ათასამდე ხე და 12 ათასამდე ბუჩქოვანი მცენარე დაირგვება