გიგა ბოკერია: 5 ივლისის გამმართლებელი მეუფე ნიკოლოზი გახადეს გმირი, რახან სააკაშვილზე კარგი რამე თქვა – “ნაცმოძრაობის” ამ პროპაგანდას აყოლილია მედიაც

Read Time:46 Second

“ამ დისკუსიას ვუყურებ, როგორც კატასტროფას,” – ასე პასუხობს “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია “ტვ პირველის” ეთერში კითხვას, რომელიც მას მიხეილ სააკაშვილის მონასტერში შესაძლო გადაყვანასა და სასჯელის  იქ მოხდასთან დაკავშირებით დაუსვეს.

“ვინმეს თავდასხმა კი არ არის ჩემი ამოცანა. კი არ მერიდება, მაგრამ არც ამოცანაა. სიტყვა მარაზმი თუ რამეს შეეფერება არის ეს, რომ ჩვენ სერიოზულად ვიმსჯელოთ მეუფე ნიკოლოზის ამ წინადადებაზე. იქ ვიღაცები აქებენ მეუფე ნიკოლოზს, რომელიც შავრაზმული იდეების ცინიკურად გამმართლებელი იყო 5 ივლისით დაწყებული და ყველაფრით გაგრძელებული. ახლა რახან სააკაშვილზე კარგი რამე თქვა უცებ გმირია. სერიოზულად უნდა განვიხილოთ, კობახიძის კომენტირება მოვახდინოთ, მონასტერში გადაიყვანონ თუ არა პოლიტიკური პატიმარი, საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის გაშარჟება იმ სერიოული პრობლემისა, რასაც პოლიტიკური დევნა ჰქვია. “ნაცმოძრაობის” პროპაგანდა ამით არის დაკავებული და სამწუხაროდ, მედიის დიდი ნაწილი ამას არის აყოლილი და ეს არის ძალიან ცუდი ამბავი,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილმა პატიმრობა მის ეპარქიაში გააგრძელოს შინაპატიმრობის სახით, რისთვისაც იგი ყველანაირ პირობას შექმნის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგა ბოკერია: “ოცნება” ქვეყნის საზიანოდ სპეკულირებს და მას აყოლილია “ნაცმოძრაობაც” – შავრაზმელობაში შეჯიბრი დამღუპველია
Next post გია აბაშიძე: აშკარად დაგვიანებული პასუხია, სავარაუდოდ, სადმე კანცელარიის უჯრაში იყო და იანვარში გაახსენდათ ექს-პრეზიდენტისთვის ციხეში შეგზავნა