გიგა ბოკერია: “ოცნება” ქვეყნის საზიანოდ სპეკულირებს და მას აყოლილია “ნაცმოძრაობაც” – შავრაზმელობაში შეჯიბრი დამღუპველია

Read Time:32 Second

“ოცნება” ქვეყნის საზიანოდ სპეკულირებს და მას აყოლილია “ნაცმოძრაობაც”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმთან – შავრაზმელობაში შეჯიბრი დამღუპველია და ეს აჩვენა ნამახვანჰესის მაგალითმაც.

“არის თემები, რაზეც ხელისუფლება წლებია ახდენს ქვეყნის საზიანოდ სპეკულირებას და რასაც ხშირად აყოლილია ოპოზიციაც, პირველ რიგში კი “ნაცმოძრაობა”. დამღუპველია ივანიშვილის რეჟიმთან შეჯებრებითობა პოპულიზმსა და შავრაზმელობაში. ამის მაგალითია ნამახვანი, მივიღეთ ქვეყნისთვის დამანგრეველი შედეგი. რის შედეგად მოხდა ეს? აყოლა ამ შავრაზმულ იდეებზე – გვღუპავენ უცხოელები, თურქები შემოდიან. ამაზე დგას ხელისუფლება, მაგრამ ამას აყოლილია “ნაცმოძრაობა” პირველ რიგში, რომელსაც უნდა, რომ აჯობოს ამ თემაში. ჩვენ – ევროპულ საქართველოს გვინდა, რომ ჩვენი გზავნილი მივიტანოთ საზოგადოებამდე, რომ ეს თემები დამღუპველია,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ,,ინფო იმერეთის” გამოკითხვის გამარჯვებული ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი გახდა
Next post გიგა ბოკერია: 5 ივლისის გამმართლებელი მეუფე ნიკოლოზი გახადეს გმირი, რახან სააკაშვილზე კარგი რამე თქვა – “ნაცმოძრაობის” ამ პროპაგანდას აყოლილია მედიაც