გიგა ბოკერია – აქამდე არსებული შეზღუდვები არ სრულდებოდა სასულიერო პირების და მრევლის ნაწილის მიმართ, ახლაც პრემიერ-მინისტრის განცხადებები არ შეიცავდა პოლიტიკურ ნებას, რომ წესები შესრულდეს

Read Time:34 Second
პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განმარტებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებები პოლიტიკურ ნებას არ შეიცავს, რომ შეზღუდვები სასულიერო პირებსაც შეეხოს.
 
„ასეთ მძიმე დროს გამკაცრება, ასეთი შეზღუდვები არის კიდეც საჭირო მცირე დროით, უბრალოდ, რა წესებიც დადგინდა, ის უნდა შესრულდეს და აქამდე არსებული შეზღუდვები არ სრულდებოდა სასულიერო პირების და მრევლის ნაწილის მიმართ. ახლაც პრემიერ-მინისტრის განცხადებები არ შეიცავდა პოლიტიკურ ნებას, რომ ეს წესები შესრულდეს. ამიტომ არის ეს პრობლემა. უნდა იყოს ხედვა ამის შემდეგ როგორ ვმოძრაობთ, რას ვშვრებით, ჯანდაცვაში გრძელვადიანად და ეკონომიკაში, თორემ ასე დიდ ხანს ვერ გაგრძელება. „ევროპულმა საქართველომ“ ჩვენი სრულფასოვანი ხედვა, გეგმა დავდეთ და გვინდა გამოხმაურება, საქმიანი საუბარი და ყველა შემთხვევაში, გინდა მთავრობის ხედვის მოსმენა იმიტომ რომ, ეს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა ბოკერიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შოთა ხაბარელი-სააკაშვილს და ნაცებს დაახლოებით ვიცით რაც უნდა ვუპასუხოთ
Next post გიორგი გახარია – ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გამკაცრების ღონისძიებებით მინიმალური ზიანი მივაყენოთ ჩვენს ეკონომიკას