გია ნიჟარაძე: იმ თაობას მივეკუთვნები, რომელიც რაგბს კენჭიან მოედნებზე თამაშობდა და პინცეტით ფეხიდან ქვებს იღებდა, დღეს კი ივანიშვილის დახმარებით 14 ულტრათანამედროვე სტადიონი გვაქვს

Read Time:32 Second

იმ თაობას მივეკუთვნები, რომელიც მთლად ასფალტზე არა, მაგრამ ძალიან კენჭიან მოედნებზე ვთამაშობდით და პინცეტით ფეხიდან ქვებს ვიღებდით, დღეს კი საქართველოს მასშტაბით 14 ულტრათანამედროვე სტადიონი გვაქვს, – ამის შესახებ რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა, გია ნიჟარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ყველას ჰგონია, რომ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილის დახმარება მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებით შემოიფარგლებოდა, მაგრამ ეს ასე არ არის, ძალიან სერიოზული ფინანსური დახმარება იყო, პროექტები ფინანსდებოდა.

ნაკრების მოთამაშეები, როდესაც თავისი კლუბებიდან მოდიოდნენ, იმ კვირის ხელფასს უკავებდნენ და იმის კომპენსაციაც ხდებოდა, ანუ ამ უზარმაზარი ინვესტიციის ჩადება ბევრი მიმართულებით მიდიოდა.

მსოფლიო რაგბში ამხელა ინვესტიცია არც ერთ ქველმოქმედს არ ჩაუდია, ეს დაინახა მსოფლიოს რაგბმაც და ბატონი ბიძინა მსოფლიო რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა“, – განაცხადა გია ნიჟარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარინა კალიურანდი: საქართველოში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიული იყო და მის შედეგებს პატივი უნდა ვცეთ
Next post პაატა გურასპაული: ძალიან ბევრი დამსახურებული ვეტერანი კალათბურთელი იღებს ივანიშვილის დახმარებას, რაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია