გია მაისაშვილი გარდაიცვალა

Read Time:37 Second

პოლიტიკოსი და ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი გია მაისაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსელში გავრცელდა.

“გიო აღარ გვყავს… დიდი მამულიშვილი დაკარგა საქართველომ. ვერ შევუსრულეთ ბოლო წადილი, სამშობლოში დაელია სული. აცხონოს უფალმა მისი ქართული, ნაღდი სული…”-ნათქვამია გია მაისაშვილის Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე პრემიერმინისტრს გია მაისაშვილის სამშობლოში ჩამოყვანისთვის დახმარებას სთხოვეს.

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავა სოციალურ ქსელში წერდა, რომ მაისაშვილის უკანასკნელი სურვილი სიცოცხლეში სამშობლოში დაბრუნება იყო, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

კუკავა პრემიერს ამ თანხის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფას სთხოვდა.

პოლიტიკოსი და ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი გია მაისაშვილი რამდენიმე წელი მძიმე სენს ებრძოდა. მას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს. ბოლო წლებში ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა.

გია მაისაშვილი პროფესიით ეკონომისტი იყო. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვარლამ ლიპარტელიანი დიუსელდორფის დიდი სლემის გამარჯვებული გახდა
Next post თამარ ჩუგოშვილი: უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება