გია ვოლსკის განცხადებით, მმართველი გუნდის სურვილი, რუსეთთან დიალოგისთვის უფრო ეფექტური ფორმატი შეიქმნას, არ ნიშნავს, რომ ეს ჟენევის ხარჯზე მოხდეს

Read Time:44 Second

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მმართველი გუნდის სურვილი და მისწრაფება, რუსეთთან დიალოგისთვის უფრო ეფექტური ფორმატი შეიქმნას, არ ნიშნავს, რომ ეს ჟენევის ხარჯზე მოხდეს.

როგორც გია ვოლსკიმ დიმიტრი ნოვიკოვის განცხადების პასუხად განაცხადა, ნოვიკოვსა და რუსეთს თავისი დღის წესრიგი აქვთ.

„ნებისმიერი მოლაპარაკების ფორმატი გარკვეულ წინაპირობებს ითხოვს, თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ ჟენევას საგანგებო მნიშვნელობა აქვს და ჩვენი სურვილი და მისწრაფება, რომ უფრო ეფექტური ფორმატი შეიქმნას, არ უკავშირდება იმას, რომ ეს ჟენევის ხარჯზე უნდა მოხდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რუსეთის დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ნოვიკოვი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთთან არსებული მოლაპარაკებათა სახეობებს გააჩნია ტექნიკური ხასიათი და შედეგი არ მოაქვს. ამიტომ, მისი აზრით, ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა, მოსკოვთან დიალოგი წარმართოს „ნორმანდიული ფორმატის“ ფარგლებში.

„რუსეთ – საქართველოს ურთიერთობის საკითხზე მოლაპარაკებების იდეა „ნორმანდიულ ფორმატში“ თავისებურად გამოიყურება, რადგან რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემები, პირველ რიგში, ამ ორ ქვეყანას ეხება, ხოლო რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაში სრულიად განსაკუთრებული ვითარებაა“, – განაცხადა ნოვიკოვმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ,,არქიმ” ლევან საგინაშვილს ბინა აჩუქა
Next post „იღბლიანი“ პროდუქტები, რომლებიც საახალწლო სუფრაზე ყოველ წელს აუცილებლად უნდა გქონდეთ