გია გაჩეჩილაძის ოჯახმა “მთავარი არხის” წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

Read Time:34 Second

2021 წლის 9 ოქტომბერს, ტელეკომპანია „მთავარის არხის, საღამოს შაბათის, 21:00 საათიან, ეთერში, გავიდა სიუჟეტი, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას თითქოს ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული პირების, რომლებიც მაშინ იძებნებოდნენ, ერთ-ერთი სამალავი ადგილი ძმებ გაჩეჩილაძეების საცხოვრებელი სახლი იყო.

უცნობის მტკიცებით, აღნიშნულ ფაქტს არც მთავარი პროკურტურა და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს.

ოჯახის ადვოკატმა, გოდერძი გრიგალაშვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, შესაბამისი მოთხოვნით, რომ უარყოფილი იყოს ცილისმწამებლური განცხადება მოპასუხის მიერ. კერძოდ, მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი, რაც აღნიშნულ სიუჟეტში გაჟღერდა იყო სიცრუე. ოჯახი ითხოვს პატივისა და ღირსების შელახვისათვის მყისიერ რეაგირებას და ცილისწამების კანონის დონეზე გამიჯვნას სიტყვის გამოხატვის თავისუფლებისაგან და მის უფრო კონკრეტულ რეგულირებას.

„მთავარ არხს“ აღნიშნულ სიუჟეტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

წყარო imedinews.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე – ოპოზიციის მხრიდან ჩახსნილი სიების აღდგენის მოთხოვნა არასერიოზულად მეჩვენება და პოლიტიკურ უთავმოყვარეობასაც დავარქმევ
Next post სოზარ სუბარი: ოპოზიციას უნდოდა კრიზისის გამოწვევა ქვეყანაში და მიიღეს კრიზისი საკუთარ პოლიტიკურ პარტიებში