გია აბაშიძე: ყოველდღე ვრწმუნდები, რომ ამ სიბინძურის, ფალსიფიკაციის უკან სწორედ ყოფილი პრემიერი გახარია და მისი თანამოაზრეები: საბანაძე, ქემოკლიძე და ხოჯევანიშვილი დგანან

Read Time:53 Second

ყოველდღე ვრწმუნდები, რომ ამ სიბინძურის, ფალსიფიკაციის უკან სწორედ ყოფილი პრემიერი გახარია და მისი თანამოაზრეები საბანაძე, ქემოკლიძე და ხოჯევანიშვილი დგანან, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წელს.

მისი თქმით, შეტევა ეკლესიაზე აშკარად ორკესტრირებულია და „სააკაშვილის ფლანგის მანიაკალურ ინტერესებს ემსახურება“.

„ჩემთვის დაუჯერებელია ის, რომ სუს-ის ეს რაღაც გაუგებარი კრებსები, ჩანაწერები ჰქონდათ „ნაცებს“ და მანამდე არ გამოაქვეყნეს. შარშან, საპარლამენტო არჩევნებამდე რატომ არ ავრცელებინეს ჯიბის ტელევიზიებს და „ექსპერტებს“?
ყოველ დღე ვრწმუნდები, რომ ამ სიბინძურის, ფალსიფიკაციის უკან სწორედ ყოფილი პრემიერი გახარია და მისი თანამოაზრეები საბანაძე, ქემოკლიძე და ხოჯევანიშვილი დგანან. ეკლესიასა და სახელმწიფოზე შტურმის უკან სწორედ ესენი დგანან. შეტევა ეკლესიაზე უკვე აშკარად ორკესტრირებულია და სწორედაც სააკაშვილის ფლანგის მანიაკალურ ინტერესებს ემსახურება.

გუშინდელი დღე ჩემთვის ამის ნათელი დადასტურება იყო. მრავალვერსიულმა გახარიამ ჯერ თავისი ხელით მისცა „ნაცებს“ ეს ბოდვები და შემდეგ ჩვეული თაღლითობით, გამოჩნდა „პერვიკანალზე“ და დაგმო ეკლესიის დისკრედიტაცია. ამ სიბინძურისა და „ნაცებთან“ საბოლოოდ ჩახუტების გამო, აუცილებლად მწარე პასუხს გასცემს ხალხი ამ მაზაკვალ მოღალატეს! დროა, სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა იმოქმედონ! დაიღალა ხალხი ამდენი სიბინძურით, ღალატითა და ოფიციალური, მიკიბულ-მოკიბული „ვორდინგით“!

ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. ეს „ქართული ოცნებისა“ და მისი მხარდამჭერების უწინარეს ინტერესებშია!“, – წერს აბაშიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვასილ გველესიანი: ჩვენი მიზანია შევქმნათ უკეთესი საცხოვრებელი პირობები და ეკონომიკური განვითარება შეეტყოს თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს
Next post მამუკა წოწერია: „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, თვითონ აფიქსირებს პოზიციას, რომ მისთვის მერობა არ არის მთავარი პრიორიტეტი, რაღაც მოგონილი უაზრო რეფერენდუმზე ლაპარაკობს