გენეტიკოსებმა იპოვეს ოჯახი, რომელსაც 13 მილიონი წევრი ჰყავს

Read Time:37 Second

გენეტიკოსებმა რეკორდულად დიდი გენეალოგიური ხე “გაზარდეს”, რომელიც თანამედროვე ევროპაში, ამერიკაში, ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ 13 მილიონ ადამიანს აერთიანებს. მათი საერთო წინაპარი დედამიწაზე 65 თაობის წინ ცხოვრობდა. ინფორამაციას ამის შესახებ ჟურნალი Science-ი აქვეყნებს.

კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდმა პროფესორ იანივ ერლიხის ხელმძღვანელობით, 86 მილიონი გენეალოგიური ჩანაწერი გააანალიზეს, რომელიც ერთ-ერთ უმსხვილესს ვებგვერდზე მომხმარებლებმა დატოვეს და სურდათ უახლოესი ნათესავების მოძებნა.

ელრიხის თქმით, ისინი ათასწლიანი გენეალოგიური ხის აღმოჩენას გეგმავდნენ, თუმცა გიგანტურ “ოჯახს” მიაგნეს, რომელსაც 13 მილიონი წევრი ჰყავს და ისინი დედამიწის სხვადასხვა წერტილში ცხოვრობენ – აშშ-ში, კანადაში, ბრიტანეთში, სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.

მიტოქონდრიული დნმ-ის სტრუქტურის შესწავლის შემდეგ, შესაძლებელი გახდა ამ ადამიანების საერთო წინაპრის დადგენაც. როგორც აღმოჩნდა, მათი წინაპარი დაახლოებით 65 თაობის წინ, ქრისტოფერ კოლუმბის დროს ცხოვრობდა, მაშინ როდესაც ევროპის მოსახლეობამ სხვა კონტინენტებზე გადაადგილება დაიწყეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროპული საქართველო ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნის მომხრეა
Next post პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაცია მიიღო.