გენეტიკოსებმა რეკორდულად დიდი გენეალოგიური ხე “გაზარდეს”, რომელიც თანამედროვე ევროპაში, ამერიკაში, ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ 13 მილიონ ადამიანს აერთიანებს. მათი საერთო წინაპარი დედამიწაზე 65 თაობის წინ ცხოვრობდა. ინფორამაციას ამის შესახებ ჟურნალი Science-ი აქვეყნებს.
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდმა პროფესორ იანივ ერლიხის ხელმძღვანელობით, 86 მილიონი გენეალოგიური ჩანაწერი გააანალიზეს, რომელიც ერთ-ერთ უმსხვილესს ვებგვერდზე მომხმარებლებმა დატოვეს და სურდათ უახლოესი ნათესავების მოძებნა.
ელრიხის თქმით, ისინი ათასწლიანი გენეალოგიური ხის აღმოჩენას გეგმავდნენ, თუმცა გიგანტურ “ოჯახს” მიაგნეს, რომელსაც 13 მილიონი წევრი ჰყავს და ისინი დედამიწის სხვადასხვა წერტილში ცხოვრობენ – აშშ-ში, კანადაში, ბრიტანეთში, სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.
მიტოქონდრიული დნმ-ის სტრუქტურის შესწავლის შემდეგ, შესაძლებელი გახდა ამ ადამიანების საერთო წინაპრის დადგენაც. როგორც აღმოჩნდა, მათი წინაპარი დაახლოებით 65 თაობის წინ, ქრისტოფერ კოლუმბის დროს ცხოვრობდა, მაშინ როდესაც ევროპის მოსახლეობამ სხვა კონტინენტებზე გადაადგილება დაიწყეს.