გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კინოსცენარისტი

Read Time:50 Second

ქართველი ლიტერატორისა და კინოსცენარისტის რევაზ კვესელავას გარდაცვალების გამო საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს.

რევაზ კვესელავა დაიბადა 1933 წლის 2 აგვისტოს, მარტვილის სოფელ ნახარებაოში; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით; მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რედაქტორად; ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინო-სასცენარო განყოფილებაზე; ხანდაზმულობაში, მშობლიურ სოფელ ნახარებაოს დაუბრუნდა და იქვე აღესრულა, 2024 წლის 20 აპრილს.

„ღრმა და მნიშვნელოვანია ქართულ კინემატოგრაფში, ლიტერატურულ და საზოგადოებრივ აზროვნებაში მის მიერ შეტანილი წვლილი.

რევაზ კვესელავა იყო არა ერთი ქართული კინოფილმის სცენარის ავტორი. საკმარისია, დავასახელოთ თენგიზ აბულაძის „ვედრება“ და ალექსანდრე რეხვიაშვილის „გზა შინისაკენ“. ამ ფილმებით იგი დიდ რეჟისორთა თანაშემოქმედად გვევლინებოდა.

უაღრესად ერუდირებული და იშვიათი გემოვნების ლიტერატორი თავის ცოდნასა და გამოცდილებას უშურველად უზიარებდა კოლეგებსა და სტუდენტებს. მასთან ურთიერთობა ყველას ამდიდრებდა. მნიშვნელოვანია, რომ მისი ნააზრევი თავმოყრილია წიგნებში („საგნები ჩვენთვის“, „მოგონებები ქართველ კინემატოგრაფისტებზე“), რომლებიც აქტუალურობას არასდროს დაკარგავენ.

ბოლო ათწლეულები რევაზ კვესელავამ მშობლიურ სოფელში გაატარა. იქ ხელახლა დამკვიდრებული, დიდად ემადლიერებოდა ფონდ „ქართუს“, რომელმაც ხანდაზმულობისა და ავადობის მძიმე წლები შეუმსუბუქა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს რევაზ კვესელავას ღვაწლსა და ხსოვნას“, – აცხადებენ სამინისტროში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უფალი სასწაულს მოგივლენთ და სრულიად შეიცვლება შვილი და ოჯახიც სიკეთისკენ… – ეს ლოცვა პატრიარქმა დაწერა
Next post რატი იონათამიშვილი: „მამული, ენა, სარწმუნოება“ – ეს სამი ღვთაებრივი საუნჯე ყველა ქართველისთვის ხელუხლებელი და წმინდაა, ვინც განგებ ამახინჯებს მას, ის საქართველოს მტერია