გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი და ფილოლოგი თამაზ კვაჭანტირაძე

Read Time:42 Second

81 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი და პოლიტიკოსი თამაზ კვაჭანტირაძე. ინფორმაცის კვაჭანტირაძის გარდაცვალების შესახებ მისი ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.

თამაზ კვაჭანტირაძემ 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963-2006 წლებში იყო ახალი ქართული ენის კათედრის თანამშრომელი. 1978-1990 წლებში ჟურნალის – „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ („ბალავარი“) რედაქტორი; 1975-1990 წლებში ავტორი და წამყვანი საავტორო ტელეციკლისა „ტელეციკლი ქართულ ენასა და ლიტერატურაში“, 2002-2004 წლებში „მოგზაურობა სასიტყვეთში“; 1993-1998 წლებში საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი. 2000-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის უფროსი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი – „გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატები“.

ავტორია წიგნებისა – „მსგავსებითი შედარება ქართულში“ (1977), „ჰა ბურთი, ჰა მოედანი“ (2002), „მოგზაურობა სასიტყვეთში“ (2002).

იყო ღირსების ორდენის, საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის მფლობელი.

თამაზ კვაჭანტირაძეს წლების განმავლობაში საქართველოს პირველ არხზე ქართულ ენასა და ლიტერატურაზე საავტორო გადაცემა მიჰყავდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – თამაზ კვაჭანტირაძემ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართული ენის შესწავლასა და განვითარებაში, რაც დაუფასდა არაერთი საპატიო წოდებითა და ხალხის სიყვარულით
Next post გიორგი გახარია – სამართლიანობა უნდა იყოს მთავარი პრინციპი და არა პრივილეგირებული ხალხის პატარა ჯგუფი, რომელიც როგორც უნდა ისე მოიხმარს ყველაფერს, რაც მოქალაქეებს ეკუთვნით