გარდაიცვალა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე

Read Time:36 Second

84 წლის ასაკში მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მისმა პროდიუსერმა დაუდასტურა.

ვახტანგ კიკაბიძე 1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. მღეროდა ანსამბლებში: „დიელო“, „რერო“. 1967 წლიდან იყო ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი. შესრულებული აქვს როლები ფილმებში: გია („შეხვედრა მთაში“), ბენჟამენ ღლონტი („არ დაიდარდო“, 1968), გიორგი მიქელაძე („მე, გამომძიებელი“, 1971), პავლე („ვერის უბნის მელოდიები“, 1973), ვალიკო მიზანდარი („მიმინო“, 1977), ვახტანგი, დავითი, გივი, მუსიკოსი („იცოცხლე გენაცვალე“, 1981), და სხვ. იყო დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმებისა: „იცოცხლე გენაცვალე“ (1981), „მამაკაცები და სხვები“(1985); 2020 წელს იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-11 სეზონის გამარჯვებულები ბაბი კირკიტაძე და ერეკლე გირგვლიანი გახდნენ
Next post თეა წულუკიანი: სააკაშვილი თუ მისმენს, ვეტყვი – ვერაფერსაც ვერ დაგვაკლებ. შენ ხარ კრიმინალი, ზიხარ იქ, სადაც უნდა იჯდე და კეთილი ინებე, მოიხადე ის სასჯელი, რომელიც მოგისაჯა საქართველოს დამოუკიდებელმა სასამართლომ