გამარჯვება დიდ ჩემპიონთან! ტოჩინოშინმა წაუგებელი იოკოძუნა დაამარცხა!

Read Time:1 Minute, 2 Second

შემოდგომის ბაშოზე მე-11 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) დიდ ჩემპიონ კაკურიუს შეხვდა, რომელიც 10-0 ბალანსით ლიდერობდა (ჰაკუჰოსთან ერთად) ბაშოზე. ქართველმა სუმოისტმა აქამდე დაუმარცხებელი იოკოძუნა ძალიან იოლად, იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო იქნება. მონღოლი იმპერატორის თასის 40-გზის გამარჯვებულია. ურთიერთშეხვედრებში 25:1-ია ჰაკუჰოს სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძის უმთავრესი ამოცანა აკი ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულებაა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეინარჩუნებს ტოჩინოშინი ოძეკის წოდებას. ტოჩინოშინს 7-4 ბალანსი აქვს და მიზნამდე მხოლოდ 1 მოგება აშორებს.

  • ტოჩინოშინი იოკოძუნა კაკურიუს წინააღმდეგ, მე-3 გამარჯვება კარიერაში
  • გაგამარუ Vკიოკუშუჰო – ქართველის მორიგი ოშიდაში

შემოდგომის ბაშოზე მე-11 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) დიდ ჩემპიონ კაკურიუს შეხვდა, რომელიც 10-0 ბალანსით ლიდერობდა (ჰაკუჰოსთან ერთად) ბაშოზე. ქართველმა სუმოისტმა აქამდე დაუმარცხებელი იოკოძუნა ძალიან იოლად, იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო იქნება. მონღოლი იმპერატორის თასის 40-გზის გამარჯვებულია. ურთიერთშეხვედრებში 25:1-ია ჰაკუჰოს სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძის უმთავრესი ამოცანა აკი ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულებაა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეინარჩუნებს ტოჩინოშინი ოძეკის წოდებას. ტოჩინოშინს 7-4 ბალანსი აქვს და მიზნამდე მხოლოდ 1 მოგება აშორებს.

ჯურიოს დივიზიონის მე-12 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) დივიზიონის მე-4 ნომერ კიოკუშუჰოს შეხვდა და მძლავრი ოშიდაშით დაამარცხა მეტოქე. გაგამარუს 6-5 ბალანსი აქვს და მიზნამდე ორი მოგება აშორებს.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სად გაჩერდება „ღამის ავტობუსი“ 21 სექტემბრიდან
Next post ორი ქართველი გოგოს ზასაობა მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე!