გაიცანით, ლუკა ტოროშელიძე საქართველოს მომავალი გენერალი-პატარა ბიჭი რომელმაც აღაფრთოვანა საქართველო

Read Time:33 Second

ერთი პატარა ბიჭის ოცნებამ უცებ აღაფრთოვანა საქართველო. ახლა უფრო ახლოს მინდა გაიცნოთ ლუკა ტოროშელიძე. იგი აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეა. 9 წლის 21 სექტემბერს გახდა. დედას საგანგებოდ გაამზადებინა ტორტი ,,გენერალი” – ასეთი წარწერით.დარწმუნებულია, რომ ღვთისმშობლობას დაბადებულის მფარველი წმინდა მარიამი იქნება. მისი სოფელი საჩხერის რაიონში საზღვრისპირა პერევია, სადაც მუდმივად დგანან ხიდს აქეთ ქართველი მესაზღვრეები და ხიდს იქით – რუსები. ლუკას დედა ამბობს, რომ იგი ცდილობს გაიგოს როგორ ცხოვრობენ ჯარისკაცები, დედას ბოდიშს უხდის და სთხოვს, რომ არ ინერვიულოს, რადგან თვლის, რომ ის ქვეყანას სჭირდება და თავი უნდა გაწიროს. უფალო, უმრავლე საქართველოს ასეთი სულის ვაჟკაცები. ნუ დააჭირვებ ქვეყანას ომს და ბრძოლას! მშვიდობიან, ღვთისგან დალოცვილ საქართველოში გეცხოვროს ლუკა!

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისის გრან პრი 2019 – საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Next post ბათუმში 29 წლის გოგო გარდაიცვალა. ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს