პარასკევი, ოქტომბერი 9, 2026

გაიცანით ახალგაზრდა ნეიროქირურგი, რომელმაც უნიკალური ოპერაციის შედეგად, პაციენტს თავის ტვინიდან ცოცხალი ჭია ამოუღო

დღეს სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა უნიკალური ოპერაციის ვიდეო-კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ იღებს ნეიროქირურგი პაციენტის თავის  ტვინიდან 15 სმ-იანი ცოცხალი ჭიას...

როგორც ექიმი ვრცელ პოსტში წერს, პაციენტს “მეზობელ” სახელმწიფოში მე-4 სტადიის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

როგორც ირკვევა, ეს უნიკალური ოპერაცია ნეიროქირურგმა, გიორგი სექანიამ ჩაატარა. ფაქტის შესახებ, სწორედ მისი პოსტიდან გახდა ცნობილი.

“მინდა გაგიზიაროთ საინტერესო, იშვიათი და შესაძლოა პირველი ფაქტი მედიცინის ისტორიაში, ჩვენი ნეიროქირურგიული პრაქტიკიდან, რომელიც დაფიქსირდა რამდენიმე დღის წინ.

მდედრობითი სქესის პაციენტი, სამწლიანი ანამნეზით. იმყოფებოდა ჩვენს „მეზობელ“ სახელმწიფოში, სადაც ონკოლოგიური დაავადების გამო ჩაუტარდა სარძევე ჯირკვლის სექტორული რეზექცია. ონკოლოგიური სიფხიზლის გათვალისწინებით, პაციენტს უტარდებოდა დიაგნოსტიკური კვლევები, თავის ტვინის მრ კვლევით მარჯვენა თხემის წილში ნანახი იქნა მოცულობითი წარმონქამნი.

ვციტირებ პაციენტის სიტყვებს – “3 წლის მანძილზე 8-ჯერ ჩამიტარდა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, ბოლოს მითხრეს რომ სიმსივნის მე-4 სტადია მქონდა, შემომთავაზეს ოპერაციული ჩარევა, მაგრამ არ მინდოდა უცხო ქვეყანაში სიკვდილი და გადავწყვიტე სამშობლოში დაბრუნება“. საქართველოში ყოფნის პერიოდში პაციენტს განუვითარდა გენერალიზებული გულყრა, კონსულტირებულ იქნა ჩემს მიერ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. ქალბატონს შევთავაზე წარმონაქმნის ამოკვეთა, დავიწყეთ განმეორებითი კვლევები.

ჩატარებული-თავის ტვინის მრ კვლევის მიხედვით წარმონაქმნის ლოკალიზაცია შეიცვალა, თხემის ნაცვლად ვერიფიცირდებოდა საფეთქელში. დაიგეგმა ოპერაციული ჩარევა. სავარაუდო/წინასწარი დიაგნოზი იყო თავის ტვინის მეორადი სიმსივნე (ახალი მეტასტაზი), თუმცა ოპერაციული ჩარევის დროს, თავის ტვინში ნანახი იქნა 15სმ-მდე ცოცხალი სოლიტერი, რომელიც გადაადგილდებოდა თავის ტვინში.

პარაზიტი გაიგზავნა პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში, სახეობა – Taenia solium (ღორის სოლიტერი). ჯერ-ჯერობით ეს არის პირველი დადასტურებული შემთხვევა, ცოცხალი ბრტყელი ჭიის არსებობის თავის ტვინში. ფაქტი საჭიროებს მეცნიერულ შესწავლას, რაზეც ამ ეტაპზე ვმუშაობთ.

ამჟამად პაციენტი იმყოფება პალატაში, ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე, თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, იმყოფება ნეიროქირურგების, ნევროლოგების და პარაზიტოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ. გრძელდება შემთხვევის კლინიკური კვლევა.

(ტექსტი კოლეგებისთვის) სიმსივნის ინტრაცერებრული ლოკალიზაციის გამო (3 სმ კონვექსიდან), ცერებროტომიის წინ გამოვიყენეთ ულტრაბგერითი აპარატი, მიღებული სურათზე წარმონაქმნი მკვეთრად დიფერენცირდებოდა ტვინის ქსოვილისგან, რაც არ არის დამახასიათებელი თავის ტვინის პირველადი ან მეტასტაზური დაზიანებისთვის. დაზიანების ირგვლივ ვლინდებოდა ტვინის პერიფოკალური შეშუპების სურათი, ტვინის თეთრი ნივთიერებისთვის არადამახასიათებელი ვასკულირება, თუმცა ეს ცვლილებები მაინც არ მივიჩნიეთ საკმარისად მოცულობითი წარმონაქმნის დასადასტურებლად, გავაგრძელეთ მიდგომის პროცესი. თავის ტვინში, უკანა რქასთან ნანახი იქნა მოძრავი პარაზიტი, რომელიც დაუზიანებლად ამოვიყვანეთ.

ტექსტის განახლება: (P.S) მადლობა კომენატარებისთვის, ‘საუკეთესოობამდე’ დიდი გზაა გასავლელი :)) კონკრეტულად ამ ოპერაციის ჩატარება არ მოითხოვს განსაკუთრებულ ტექნიკურ საჭიროებებს, ან ზებუნებრივ “სქილებს” ეს შემთხვევა საინტერესოა მისი უნიკალურობით. ჩვენთან ტარდება ბევრად რთული ნეიროქირურგიული ოპერაციები და ამ ქვეყანას ყავს ძალიან მაღალი დონის ნეიროქირურგები, რომელთა გამოცდილების, ცოდნის გაზიარება დიდი პრივილეგიაა პირადად ჩემთვის. აქვე დავამატებ, საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ამხელა განსხვავებაა ქვეყნის განვითარებასა და ნეიროქირურგიულ დონეს შორის.” – წერს ნეიროქირურგი გიორგი სექანია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საპენსიო ფონდი ინფორმაციას აქვეყნებს

საქართველოს საპენსიო ფონდი საინვესტიციო პორტფელების 2026 წლის სექტემბრის თვის შედეგებს აქვეყნებს.მათივე ცნობით, საპენსიო ფონდის სამივე პორტფელმა 2026 წლის პირველი ცხრა თვე დადებითი ნომინალური და რეალური შემოსავლიანობით დაასრულა. წლის დასაწყისიდან მიღებული შედეგებით კვლავ დინამიკური პორტფელი ლიდერობს.„2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში პორტფელების შემოსავლიანობა შემდეგი იყო:დინამიკური პორტფელი: 8.87% (რეალური შემოსავლიანობა ინფლაციის გათვალისწინებით: 4.01%)დაბალანსებული პორტფელი: 8.75% (რეალური: 3.90%)კონსერვატიული პორტფელი: 8.46% (რეალური: 3.61%)რაც შეეხება სექტემბრის თვეს, პორტფელების შედეგები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. საერთაშორისო სააქციო ბაზრებზე უარყოფითად აისახა ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდა, მაშინ როდესაც ადგილობრივმა ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებმა პორტფელების შედეგებზე დადებითი გავლენა მოახდინა. ამასთან, აშშ დოლართან მიმართებით ლარის დაახლოებით 0.28%-იანმა გამყარებამ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივების ლარში გამოხატული შემოსავლიანობა შეამცირა.შედეგად, სექტემბერში საუკეთესო შედეგი კონსერვატიულმა პორტფელმა აჩვენა და 0.37%-ით გაიზარდა. დაბალანსებული და დინამიკური პორტფელები, შესაბამისად, 0.11%-ით და 0.62%-ით შემცირდა. კონსერვატიულ პორტფელში აქციების შედარებით დაბალმა წილმა სააქციო ბაზრების შემცირების გავლენა შეზღუდა.შექმნის თარიღიდან დინამიკური პორტფელის გაწლიურებულმა შემოსავლიანობამ 13.72% შეადგინა (რეალური გაწლიურებული შემოსავლიანობა: 9.43%), დაბალანსებულისა და კონსერვატიულის კი, შესაბამისად, 12.77% (რეალური: 8.52%) და 10.26% (რეალური: 4.40%).სექტემბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამური საინვესტიციო სარგებელი 3.0 მილიარდ ლარს მიუახლოვდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გასაყიდად გამოჩნდა 10 000-ზე მეტი ქალის ინტიმური ფოტო და პირადი მონაცემი – დაწყებულია გამოძიება

მთელი მსოფლიოდან 10 000-ზე მეტი ქალის ინტიმური ფოტოები და პირადი მონაცემები აღმოაჩინეს ბნელ ქსელში გასაყიდად. ჰოლანდიური RTL-ისა და ბელგიური VTM-ის ჟურნალისტების ცნობით, ვებსაიტი შეიცავს 850 000-ზე მეტ სურათს.იდენტიფიცირებულ მსხვერპლთა შორის არის მინიმუმ 190 ნიდერლანდელი და 28 ბელგიელი ქალი. თითოეული მსხვერპლისთვის შეიქმნა ცალკე პროფილი: ინტიმურ ფოტოებთან ერთად, მასში შეიძლება იყოს მათი სახელი, სახლის მისამართი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და სოციალური მედიის ბმულები.ერთი ქალის მონაცემების სრული „პაკეტი“ იყიდება დაახლოებით 1 ევროდ და ვებსაიტის მფლობელებს შეუძლიათ მისი გაყიდვა შეუზღუდავი რაოდენობის მყიდველებზე. თავად მსხვერპლებს სთავაზობენ 250 ევროს გადახდას მასალის წასაშლელად. ჟურნალისტებს არ შეეძლოთ იმის დადგენა, სრულდება თუ არა ეს დაპირება.გამოძიების თანახმად, პლატფორმა არსებობს 2023 წლიდან და აგრძელებს ზრდას. გამოქვეყნებული სურათებიდან ზოგიერთი ათ წელზე მეტი ხნის წინ არის გადაღებული, ზოგი კი უფრო გვიან გამოჩნდა. ნიდერლანდების ონლაინ ძალადობის პრევენციის ცენტრის, Offlimits-ის წარმომადგენელმა, ბაბეტ კოენინგმა გააფრთხილა, რომ ინტიმური მასალების მისამართებთან და საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად გამოქვეყნებამ შესაძლოა მსხვერპლისთვის სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. ორგანიზაცია მხარდაჭერას უწევს ონლაინ ძალადობის მსხვერპლებს და უკანონოდ გავრცელებული მასალების ამოღებას ითხოვს.გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, ანტვერპენის პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის განყოფილებამ ვებსაიტზე გამოძიება დაიწყო.

მეხანძრე-მაშველებმა სოფელ ომალოში, მთის ფერდობზე დაკარგული მწყემსი დრონის დახმარებით იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს

მეხანძრე-მაშველებმა სოფელ ომალოში, მთის ფერდობზე დაკარგული და დაშავებული მწყემსი დრონის დახმარებით იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.უწყების ცნობით, 112-ში შევიდა შეტყობინება სოფელ ომალოში დაკარგული მწყემსის შესახებ.„შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ და სამძებრო-სამაშველო ღონისძიება დაიწყეს.სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორია დრონების საშუალებით დათვალიერდა, რის შედეგადაც მეხანძრე-მაშველებმა მთის ფერდობზე დაშავებული მწყემსი იპოვეს.მეხანძრე-მაშველებმა დაშავებული უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს, საიდანაც იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებმა ARTFF 2026-ზე მიღებული გამოცდილება თანამედროვე ტექნოლოგიების ჭრილში შეაფასეს

„უმაღლესი განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, სადაც აკადემიური ცოდნა რეალურ პროფესიულ გამოცდილებასა და თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკასთან ბუნებრივად იკვეთება. სწორედ ამ თვალსაზრისით არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობა ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე - ARTFF 2026. ფესტივალი საინტერესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთმანეთთან დაკავშირება ხელოვნების, კულტურის, ტურიზმის, ბიზნესისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების მზარდი გავლენა ამ ინდუსტრიებზე. ჩვენთვის, როგორც ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისთვის, ეს საკითხი ორმაგად საინტერესოა, ერთი მხრივ, სტუდენტები ეცნობიან ტექნოლოგიურ ინოვაციებს, ხოლო მეორე მხრივ, ხედავენ, როგორ გარდაიქმნება მათი გამოყენებით სრულიად განსხვავებული სფეროები და იქმნება ახალი ბიზნეს და პროფესიული შესაძლებლობები“, - ამის შესახებ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას, სადაც ARTFF 2026-ის მნიშვნელობასა და ფესტივალზე სტუდენტების მონაწილეობაზე ისაუბრა, განაცხადა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები: დეკანი რუსუდან ქუთათელაძე, პროფესორები ლელა კოჭლამაზაშვილი, მარინა მეტრეველი, ასოცირებული პროფესორი ნანი მამფორია და სტუდენტები ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო ფილმების ფესტივალს - ARTFF 2026-ს დაესწრნენ და ფესტივალის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურულ და პროფესიულ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.საერთაშორისო ფესტივალმა კინოს, ხელოვნების, მოგზაურობისა და თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებს მოუყარა თავი და მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკას, ინოვაციურ მიდგომებსა და ინდუსტრიის განვითარების უახლეს ტენდენციებს. ფესტივალის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები თბილისის სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო სივრცეში, მათ შორის, საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმსა და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართა.ფესტივალში მონაწილეობა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პროფესიული ცოდნის გაფართოებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის კინოსა და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლების, რეჟისორებისა და პროდიუსერების მიერ ჩატარებულ ვორქშოფებს, მასტერკლასებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს.სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თქმით, ფესტივალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენდა ხელოვნებისა და მოგზაურობის სფეროების თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებული განვითარების ტენდენციების განხილვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) მზარდ როლს შემოქმედებით ინდუსტრიებში, მათ შორის, ხელოვნების, ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიმართულებით. როგორც პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე აცხადებს, აღნიშნული საკითხები განსაკუთრებით აქტუალურია ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ვინაიდან თანამედროვე ბიზნესგარემო სულ უფრო მეტად ეფუძნება ტექნოლოგიური ინოვაციების, მონაცემთა ანალიზის, ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მიღებულმა გამოცდილებამ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, აკადემიური სივრცის მიღმა დაკვირვებოდნენ იმას, თუ როგორ გარდაქმნის ახალი ტექნოლოგიები შემოქმედებით ინდუსტრიებს და როგორ შეიძლება მათი გამოყენება ტურიზმისა და კულტურის სფეროების განვითარების ხელშესაწყობად.„ფესტივალის საგანმანათლებლო კომპონენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზის თვალსაზრისით. საერთაშორისო პროფესიონალებთან უშუალო კომუნიკაციამ სტუდენტებს საშუალება მისცა, გაცნობოდნენ რეალურ პროფესიულ გამოცდილებას, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და უკეთ დაენახათ კავშირი უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და თანამედროვე სამუშაო გარემოს მოთხოვნებს შორის. ARTFF 2026-ის მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები სტუდენტებისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, გააფართოონ პროფესიული და აკადემიური ინტერესების სფერო, დაამყარონ ახალი კონტაქტები და გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების გამოცდილებას. ამგვარი აქტივობები ხელს უწყობს სტუდენტებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, ინტერდისციპლინური ხედვისა და საერთაშორისო კომპეტენციების განვითარებას. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო და კულტურულ პროექტებში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობა უმაღლესი განათლების თანამედროვე ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებში ბიზნესის, ხელოვნების, კულტურისა და ტურიზმის სფეროები სულ უფრო მეტად იკვეთება და ქმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც პროფესიული განვითარების, ისე ინოვაციური ბიზნესმოდელების ჩამოყალიბებისთვის. ვფიქრობ, ARTFF 2026-ის გამოცდილება ჩვენი სტუდენტებისთვის განსაკუთრებით ღირებულია იმ თვალსაზრისითაც, რომ მათ დაანახა, რომ თანამედროვე ბიზნესტექნოლოგიები მხოლოდ ტრადიციულ ბიზნესს არ უკავშირდება. ტექნოლოგიური ცოდნა სულ უფრო აქტიურად გამოიყენება კულტურის, ხელოვნების, ტურიზმისა და კრეატიული ინდუსტრიების განვითარებისთვის და ამ პროცესში იქმნება ახალი პროფესიები, ახალი სერვისები და ახალი ბიზნესმოდელები. სწორედ ასეთი ინტერდისციპლინური ხედვის განვითარებაა ის მიმართულება, რომელსაც ჩვენი ფაკულტეტი მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს“, - აცხადებს რუსუდან ქუთათელაძე.

მარიამ ქვრივიშვილი – საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ემსახურება მიზანს, შევქმნათ ბიზნესგარემო, სადაც ინვესტიცია დაცულია, საერთაშორისო პარტნიორობა – წახალისებული, ხოლო მსხვილი პროექტები სწრაფად, პროგნოზირებადად ხორციელდება

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ ამ მიზანს ემსახურება, შევქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, სადაც კერძო ინვესტიცია დაცულია, საერთაშორისო პარტნიორობა წახალისებულია, ხოლო მსხვილი პროექტები სწრაფად და პროგნოზირებადად ხორციელდება, – განაცხადა პროექტ „არქი გრანდ ავენიუს“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება ადგილი, სადაც საერთაშორისო კომპანიები მხოლოდ ოპერირებას კი არ იწყებენ, არამედ გრძელვადიან განვითარებასაც გეგმავენ.„„არქი გრანდ ავენიუ“ სწორედ ასეთი ნდობის მაგალითია. ეს არის პროექტი, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, სასტუმრო, კომერციულ, რეკრეაციულ და საზოგადოებრივ ფუნქციებს, ქმნის ახალ მიზიდულობის ცენტრს და ქალაქის განვითარებას სრულიად ახალ მასშტაბს სძენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისტორიული ვაგონთმშენებელი ქარხნის ტერიტორიის თანამედროვე ფუნქციით გაცოცხლება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ განვითარება შესაძლებელია ქალაქის მემკვიდრეობის პატივისცემითაც“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა.მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალი ღირებულების ინვესტიციებს, თანამედროვე ურბანულ განვითარებასა და საერთაშორისო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას.„ბოლო პერიოდში საქართველოში არაერთი მასშტაბური საინვესტიციო და დეველოპერული პროექტი დაიწყო. თითოეული მათგანი განსხვავებულია, თუმცა მათ ერთი საერთო აქვთ – ისინი ასახავენ იმ ნდობას, რომელიც ინვესტორებსა და საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს ეკონომიკის მიმართ აქვთ. სწორედ ეს არის მშვიდობაზე, სტაბილურობასა და შედეგზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი – პოლიტიკის, რომელიც საქართველოს  ეკონომიკურ გაძლიერებასა და ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობის ზრდას ემსახურება“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მისივე თქმით, თანამედროვე ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, როგორ იქმნება ისეთი ურბანული სივრცეები, რომლებიც ერთდროულად იზიდავს ინვესტიციას, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ავითარებს ტურიზმს, ზრდის ბიზნესაქტივობას და საზოგადოებას ცხოვრების გაუმჯობესებულ ხარისხს სთავაზობს.„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „არქი გრანდ ავენიუს“ პროექტში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო პარტნიორები – „ჰილტონი“, „ვინდჰემი“ და წამყვანი არქიტექტურული თუ ურბანული კომპანიები. თანამედროვე ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ იქმნება ისეთი ურბანული სივრცეები, რომლებიც ერთდროულად იზიდავს ინვესტიციას, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ავითარებს ტურიზმს, ზრდის ბიზნესაქტივობას და ჩვენს საზოგადოებას ცხოვრების გაუმჯობესებულ ხარისხს სთავაზობს – სწორედ ასეთი პროექტია „არქი გრანდ ავენიუ““, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროექტის განხორციელებაში მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო კომპანიები არიან ჩართულები.„მოხარული ვარ, რომ დღეს წარმოდგენილია მისი განვითარების ახალი ეტაპი – პროექტი, რომელიც დაახლოებით ორი მილიარდი ლარის ინვესტიციას აერთიანებს და თბილისის ურბანული განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მაგალითს წარმოადგენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო პარტნიორები – „ჰილტონი“, „ვინდჰემი“ და წამყვანი არქიტექტურული თუ ურბანული კომპანიები“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრის განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო ინვესტორებისთვის სანდო, სტაბილური და მიმზიდველი ქვეყანაა, ხოლო ჩვენი სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.

ბოლო სიახლეები