0 0
Read Time:30 Second

მსოფლიო მასშტაბით ახალშობილთა სიკვდილი კვლავ საგანგაშო მაჩვენებელზეა. ახალშობილთა სიკვდილის მაჩვენებელთან დაკავშირებულ მოხსენებას გაეროს ბავშვთა ფონდი აქვეყნებს. ამის შესახებ 1 tv წერს.

ანგარიშში საქართველო ევროპის რეგიონშია მოცემული და 115 ქულით კონტინენტის მასშტაბით, ბოლოდან მეხუთე ადგილს იკავებს.  გაეროს ბავშვთა ფონდის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ყოველი 141 ახალშობილიდან ერთი იღუპება. ევროპის მასშტაბით, ბოლო ადგილებზე აზერბაიჯანი (1-55), მოლდოვა (1-84), მაკედონია (1-120) და სომხეთი (1-135) არიან.

ანგარიშის თანახმად, ახალშობილებს გადარჩენის ყველზე მაღალი შანსი იაპონიაში (1-1,111), ისლანდიაში (1-1000) და სინგაპურში (1-909) აქვთ. ყველაზე მეტი ახალშობილი კი, პაკისტანში (1-22), ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (1-24) და ავღანეთში (1-25) იღუპება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები