0 0
Read Time:24 Second

უკრაინაში, თელაველი მსახიობი და მომღერალი დაიღუპა. 45 წლის ზვიად აბაშიძის გარდაცვალების ფაქტს, მისი მეგობრები ადასტურებენ.

არსებული ინფორმაციით, მსახიობის სიცოცხლე რუსეთ-უკრაინის ომს შეეწირა. მეგობრები წერენ, რომ აბაშიძე რუსეთ-უკრაინის საზღვართან, შეტაკებისას მოკლეს, რა დროსაც ბრძოლის ველიდან დაჭრილები გამოჰყავდა.

„მშვიდობით, ჩემო მეგობარო,ჩვენი ტკბილხმიანი ზვიადი აღარ გვყავს”- წერს ერთ-ერთი მათგანი.

ზვიად აბაშიძის გარდაცვალების ფაქტს, მომღერლები, მსახიობები, კომპოზიტორებიც ეხმაურებიან.

ზვიად აბაშიძე, წლების წინ, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში წამყვან როლებს თამაშობდა. მოგვიანებით, ის თბილისში გადავიდა, შემდეგ კი, საქართველო დატოვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები