ბორის ჯონსონი-რუსეთისგან გაზისა და ნავთობის ყიდვის შეწყვეტა ჯერჯერობით შეუძლებელია

Read Time:33 Second

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ ევროპა რუსეთისგან ჯერ კიდევ ვერ შეწყვეტს გაზისა და ნავთობის ყიდვას, მიუხედავად მრავალი მოწოდებისა. ამის შესახებ მან ლონდონში ნიდერლანდებისა და კანადის პრემიერ-მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანეთი არ არის ისეთივე დამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზე, როგორც სხვა ევროპული ქვეყნები, მაგრამ მხარს უჭერს მის კოლეგებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ რუსული ნავთობი არ შეიყვანონ სანქციების სიაში.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია ნავთობზე და გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა ერთ ღამეში, თუნდაც რუსეთისგან. ამას ვერც ერთი ქვეყანა ვერ გააკეთებს. ბრიტანეთში ეს პრობლემა არ არის, მაგრამ ყველა ქვეყანა სხვა პოზიციაზეა. უნდა იყოს გარდამავალი პერიოდი, უნდა ვეძებოთ მიმწოდებელი და ვეძიოთ შემცვლელი ნავთობისა და გაზისთვის“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი: მივმართავთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ვოლოდიმირ ზელენსკის, მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება
Next post 7 მარტს, ეროვნული გმირი ჟიული შარტავა დაიბადა… ” ცხოვრება გრძელდება! რადგან სამშობლოსათვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”