ბორის ჯონსონი აუცილებლობის შემთხვევაში ჯარში წასვლას და რუსეთთან ბრძოლას აპირებს – The Telegraph

Read Time:1 Minute, 55 Second

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ის მზად არის „სამოქალაქო არმიას“ შეუერთდეს და საჭიროების შემთხვევაში რუსეთს ებრძოლოს. ჯონსონი ასე გამოეხმაურა ბრიტანელი გენერლის, პატრიკ სანდერსის მოწოდებას, რომ ქვეყანაში სამოქალაქო არმიის შექმნაა აუცილებელი. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Telegraph ავრცელებს.

„უმცროსი კაპრალი ჯონსონი მსახურისთვის მზად არის! მე მინდა, რომ გენერალმა სანდერსმა იცოდეს – სამოქალაქო არმიის შექმნას მე მხარს ვუჭერ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ჯონსონმა თქვა, რომ მას ეჭვი გაუჩნდა, რომ გენერალმა სანდერსმა ის ბრიტანულ საზოგადოებას მიაკუთვნა, რომელსაც ეს საკითხი ნაკლებად აინტერესებს.

„თუ საუბარია იმაზე, მზად ვარ თუ არა ვიბრძოლო ჩვენი მეფისა და ჩვენი ქვეყნისთვის – დიახ, სიამოვნებით გავაკეთებ ამას თუ საჭირო იქნება“, – ამბობს ბორის ჯონსონი.

ჯონსონი ამბობს, რომ მას სამხედრო მომზადება აქვს გავლილი და 16-18 წლის ასაკში კადეტთა კორპუსში მსახურობდა. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღიარებს, რომ სამხედრო სამსახურში მან დიდ წარმატებას ვერ მიაღწია.

ბორის ჯონსონი არ ფიქრობს, რომ რუსეთთან ომი გარდაუვალია, მაგრამ, მისი აზრით, ვლადიმერ პუტინის მსგავსი ადამიანების აგრესიის შეკავების საუკეთესო საშუალებაა – იყო იმაზე ძლიერი.

„დარწმუნებულები იყავით, თუ საქმე ომამდე მივიდა – მე გენერალ სანდერსთან ერთად წინა ხაზზე ვიქნები. დარწმუნებული ვარ, რომ დიდ ბრიტანეთში ბევრი ადამიანი ჩემსავით ფიქრობს“, – ამბობს ბროსი ჯონსონი.

რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა პატრიკ სანდერსმა, გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შესაძლო ომისთვის მზად იყვნენ.

გენერალი მიიჩნევს, რომ დიდ ბრიტანეთს, ე.წ. „მოქალაქეების არმია“ უნდა ჰყავდეს, რომელიც მზად იქნება ხმელეთზე საბრძოლველად.

პატრიკ სანდერსი, ასევე, აღნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთს მცირერიცხოვანი პროფესიული არმია ჰყავს, რაც დღეს არსებული საფრთხეების პირობებში, საკმარისი არ არის და რომ 120 000 არმიაც კი, რომლის შექმნა მომდევნო 3 წლის განმავლობაში იგეგმება, პრობლემას საბოლოოდ მაინც ვერ მოაგვარებს.

გენერალური შტაბის უფროსმა (CGS) განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში ტერიტორიის მიტაცებაზე ბევრად მეტია. საუბარია დასავლური სისტემის და ცხოვრების წესის განადგურების მცდელობაზე.

„ჩვენმა წინამორბედებმა თავის დროზე ვერ შენიშნეს ესკალაცია, რასაც 1914 წელს პირველი მსოფლიო ომი მოჰყვა. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ დღეს იგივე შეცდომა დავუშვათ“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის არმიის რაოდენობა განახევრდა, ბოლო 12 წლის განმავლობაში 28%-ით შემცირდა.

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებში პერსონალის ნაკლებობის მხრივ იმდენად რთული სიტუაციაა, რომ ბრიტანულ ფლოტს ექსპლუატაციიდან ორი საბრძოლო ხომალდის გამოყვანაც კი მოუწია, რათა ახალი კლასის ფრეგატების მეზღვაურებით დაკომპლექტება მომხდარიყო.

ბოლო ინფორმაციით, საზღვაო ძალებში 2023 წელს ახალბედების მოზიდვა წინა წელთან შედარებით 22,1 %-ით შემცირდა.

ბორის ჯონსონი ასევე იმედოვნებს, რომ 2030 წლისთვის დიდი ბრიტანეთის ხარჯები თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-მდე გაიზრდება. ახლა ნატოს წინაშე აღებული ვალდებულების მიხედვით ის 2%-ს შეადგენს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეუფე იაკობი ქალებს: ძალიან გთხოვთ, დაანებეთ თავი ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, თორემ გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით – არაფერზე არ დგახართ, არც სარწმუნოება გაქვთ, არც მრწამსი
Next post ნანა კაკაბაძე – ახალგაზრდობის ნაწილს იმით უტენიან თავს, რომ სწორედ მანქანების დამსხვრევების, სიწმინდეების დამზიანებლების, პოლიციელებისთვის ცეცხლის წამკიდებლების დაცვაა პატრიოტიზმის გამოხატულება