ბოლო მონაცემებით საქართველოში 103 დაინფიცირებულიდან – 20 პაციენტი გამოჯანმრთელებულია

Read Time:24 Second

 

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 103-მდე გაიზარდა, ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge განახლდა.
 
ბოლო მონაცემებით გამოჯანმრთელებულია – 20 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია – 5114 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 263 მოქალაქე რჩება.
 
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს
Next post კომენდანტის საათის დროს ანთებული სანთლითა და მაღლა აწეული კოვზით რომ გამოვიდე, დამიჭერენ ?”-ვახო სანაია სოციალურ ქსელში ცინიკურ პოსტს აქვეყნებს