ხუთშაბათი, ოქტომბერი 8, 2026

ბიძინა ივანიშვილმა ახალი მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა, ახალი პარლამენტის თავმჯდომარედ კი ფრაქცია „ქართული ოცნება“ კვლავ შალვა პაპუაშვილს ასახელებს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება, პარლამენტის თავმჯდომარედ კი ფრაქცია ისევ შალვა პაპუაშვილს წარადგენს.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად გავიარეთ სხვადასხვა საკითხები წლის ბოლომდე. ეს შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, შეეხება საბიუჯეტო დაგეგმარების საკითხს საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ასევე, მთავრობის დამტკიცებას და მათ შორის, ასევე პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი წესდების თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი და არ იქნება, ალბათ, განსაკუთრებული სიურპრიზი ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარმოადგინა და ბუნებრივია, პოლიტსაბჭომ მას სრულად დაუჭირა მხარი. ასევე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილს წარადგენს. ასევე, ჩვენ გავიარეთ საბიუჯეტო საკითხები და მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები.ასევე, მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩაინიშნოს პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ. ამის კონკრეტული ვადა განსაზღვრული. ჩვენ მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როცა საქართველოს პარლამენტში პირველი სხდომა ჩაინიშნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სგპ ,,წითელ ხიდზე“ მებაჟე ოფიცრებმა 10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,წითელი ხიდი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული - 9 038 გრამი ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 38 289 ლარი შეადგინა.საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, დაშავდა 3 ადამიანი, 7 ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი

სტამბოლის მალთეფეს რაიონში 7-სართულიანი საცხოვრებელი შენობის ქვედა სართულების ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.გავრცელებული ინფორმაციით, შვიდი ადამიანი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი და მათ ამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია შენობის ჩამონგრევა. ხელისუფლებამ მომხდარის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.

ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალშია, ნინო გულბანმა პირველი შეხვედრა მოიგო

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა ლაშა ბექაურმა (90 კგ). ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა სენეგალელ დაკოსტას მოუგო და მერვედფინალში გავიდა, სადაც იაპონელ სანშირო მურაოს შეხვდება.ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ნინო გულბანმა (70 კგ). ქართველმა ძიუდოისტმა ჩინელ მეტოქეს სძლია და შემდეგ ეტაპზე ისრაელის წარმომადგენელ მაია გოშენს შეხვდება.მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი შეხვედრა დათმო და ასპარეზობას გამოეთიშა ლუკა მაისურაძე (90კგ). 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი 1/16-ფინალში სერბ ბორის რუტოვიჩთან დამარცხდა.შეჯიბრებაზე წინასწარი შეხვედრები 10:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში III საერთაშორისო კონფერენცია – „მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში III საერთაშორისო კონფერენცია - „მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ - გაიმართა. ღონისძიებამ სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების მკვლევრებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს თანამედროვე კვლევითი შედეგებისა და გამოცდილების გაზიარების, პროფესიული დიალოგისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა მისცა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, კონფერენციის ძირითადი მიზანი სხვადასხვა სამეცნიერო დარგის წარმომადგენელთა ერთ სივრცეში გაერთიანება, თანამედროვე კვლევითი მიდგომებისა და მიღწევების ურთიერთგაზიარება, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება და სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებს შორის პროფესიული და სამეცნიერო კავშირების განვითარება იყო.საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში საქართველოსთან ერთად მონაწილეობდნენ ევროპისა და აზიის 17 ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.კონფერენციის ოფიციალურ გახსნაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა. მისი თქმით, ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია აკადემიური და სამეცნიერო დიალოგის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.კონფერენციის ოფიციალურ გახსნაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა. მისი თქმით, ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია აკადემიური და სამეცნიერო დიალოგის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ვიცე-რექტორმა ხაზი გაუსვა სხვადასხვა ქვეყნის მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად და აღნიშნა, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები მნიშვნელოვნად ამაღლებს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხარისხს, ხოლო ახალგაზრდა მეცნიერებს ახალ ასპარეზს უხსნის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.კონფერენციის სამუშაო სესიები გამოირჩეოდა თემატური მრავალფეროვნებით და მულტიდისციპლინური კვლევების ფართო სპექტრს მოიცავდა. ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილე მეცნიერებმა წარმოადგინეს თავიანთი ახალი კვლევები და აქტუალურ გამოწვევებზე იმსჯელეს, მოხსენებებსა და დისკუსიებში განიხილეს საინჟინრო განათლების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ციფრული ტექნოლოგიების, კიბერ-კომუნიკაციის, სოციალური მეცნიერებების, სოფლის მეურნეობის, მედიცინის, ქიმიური ტექნოლოგიისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების აქტუალური საკითხები.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა სამეცნიერო მოხსენებებს. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს კვლევის შედეგები საინჟინრო განათლების, ქართული სახელმწიფო ენის, ტექნოლოგიური განვითარების, კლინიკური მონაცემების ანალიზის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების მიმართულებით.კონფერენციის პროგრამა ასევე მოიცავდა ონლაინ სამუშაო სესიებს, რამაც სამეცნიერო დისკუსიებსა და თემატურ სესიებში უცხოელი მკვლევრების ჩართულობის შესაძლებლობა გააფართოვა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისთვის დამატებითი სივრცე შექმნა.სტუ-ის ინფორმაციით, III საერთაშორისო კონფერენციის - „მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ - წარმატებით ჩატარებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როლი საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებაში. ღონისძიებამ ხელი შეუწყო უცხოელ პარტნიორებთან აკადემიური ურთიერთობების გაღრმავებას, ახალი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებასა და უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობის საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში წარმოჩენას.

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 9 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე წირვას, თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის (ვერაზე მდებარე) ტაძარში აღავლენს.„ამა წლის 9 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის (ვერაზე მდებარე) ტაძარში. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები