სამშაბათი, სექტემბერი 8, 2026

ბიძინა ივანიშვილი: ლგბტ პროპაგანდის დედააზრი არის ის, რომ ადამიანმა არ უნდა იცოდეს ის ვინ არის და ეს არის დამონების უახლესი იარაღი – შენ უკვე არ იცი ვინ ხარ და სამართავად ხარ იოლი

ეს არის დაპყრობის საუკეთესო და ყველაზე თანამედროვე იარაღი და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ის, რომ ოპოზიცია ამას ესე მარტივად გვაყრის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგონაო, უამრავი მაგალითია ვისაც დანახვა უნდა. ეს არის ძალიან სახიფათო. მე ამ საზოგადოების წინააღმდეგი არაფერი არ მაქვს, ესენი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ეს არახალია, სოკრატეს დროიდან და უფრო ადრე იხსენებენ სანამ ადამიანი არსებობს ასეთები იყვნენ, მაგრამ მიდის ამის აგიტაცია და აგიტაციის ფონზე მაქსიმალურად გეომეტრიული სისწრაფით იზრდება საზოგადოების ეს ნაწილი. ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენ გვიცავს, მადლობა ღმერთს, ჩვენი მართლმადიდებლობა, ჩვენი ქრისტიანობა და ჩვენი ეკლესია, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ისტორიული მახსოვრობა და ამ მხრივ მე მგონი, რომ კარგად ვუმკლავდებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა  ,,იმედის’’ ეთერში ლგბტ პროპაგანდაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით,  ლგბტ პროპაგანდის დედა აზრი არის ის, რომ ადამიანმა არ უნდა იცოდეს ის ვინ არის და ეს არის დამონების უახლესი იარაღი.

„მე მოვედი პოლიტიკაში და ორველი მოვიტანე „1984“ – ომია მშვიდობა, გაუნათლებლობა არის ძალა და ა.შ. ტერმინები, ვირტუალური სამყარო უნდა აგიგონ, რასაც გეტყვიან – ეს არის ლიბერალური იდეოლოგიის საფუძველი. ლიბერალიზმის მეტი ყველაფერია აქ, რა თქმა უნდა ფაშიზმთან უფრო ახლოა. რასაც გეტყვიან ის უნდა დაიჯერო, მაშინ ხარ ლიბერალი, თორემ შენ თუ შეეწინააღმდეგე, აგერ აი ვიღაც მასწავლებელი ამბობს ერთ-ერთი ქვეყნის, ძალიან დიდი და განვითარებული ქვეყნის, რომ ორი სქესიაო, თავის აზრს ამბობს, არ არის მეტიო – ციხეში ჩასვეს. არის ასევე ძალიან განვითარებული ქვეყანა ევროპაში, უარყოფით კონტექსტში კი არა, საეჭვოდ რომ მოიხსენიო ეს საზოგადოება, მეორემ გიჩივლოს – ციხეში დაგიჭერენ. ამისი დედა აზრი არის ის, რომ ადამიანმა არ უნდა იცოდეს ის ვინ არის და ეს არის დამონების უახლესი იარაღი.

ამის შემდეგ ჰაქსლი ნახეთ „საოცარი ახალი სამყარო“ , იქ უკვე არის ამ წიგნში, რომ საბავშვო ბაღში ბავშვებს სექსუალური თამაშები აქვთ, რომ ერთი პარტნიორი არაფრით არ შეიძლება რომ ჰყავდეს და ა.შ. აგერ რეალობა დღეს ეს უკვე, საბავშვო ბაღებში შეიტანეს. ჯერ კიდევ ფორმალურად ვითომ პედოფილიას ებრძვიან, მაგრამ ნახეთ, ისევ ქვეყნების დასახელებას თავს ვარიდებ, მაგრამ ბავშვებს საბავშვო ბაღებში როგორი სათამაშოები აქვთ, როგორ გაკვეთილებს უტარებენ. ბავშვს შეუძლია, აი კიდევ ერთი მაგალითი, მოზარდს შეუძლია გამოიცვალოს სქესი, გაიკეთოს რთული  ოპერაცია, ისე, რომ მშობლებს არ შეუთანხმოს. როგორ წარმოგიდგენიათ? და მშობლები თუ წინააღმდეგი წავიდნენ ციხეში დაიჭირეს, ამის მაგალითებიც ძალიან ბევრია საკუთარ შვილს რომ ოპერაცია არ გაუკეთეს. აი ის მარტივი პროპაგანდა, რასაც გამოდიან დღეს და ესე უსინდისოდ აცხადებენ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ რა მოხდა რა გვაქვს აქ დასაცავი? არაფერიც არ არის მოიგონა „ქართულმა ოცნებამ“ და ეს ახირებაა „ქართული ოცნების“.

ეს იწყება მცირეთი, მარტივად ქუჩაში გამოსვლით,  უამრავი მაგალითია სად მიდის ეს და საბოლოო ჯამში  ისეთმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს ისეთი ქვეყნიდან, რომ ქალი ხარ თუ კაციო შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ სხვასო, არ იცისო ის ჯერ ქალია თუ კაციაო, ბიჭია თუ გოგოაო, არაო, ეს მერე თვითონ უნდა გაიგოსო და თანაც დღეში უკვე ხუთჯერ შეგიძლია გამოიცვალო, შეგიძლია თქვა, რომ 5 წუთის წინ კაცი ხარ და არა, მე უკვე ქალი ვარ. აი ესაა, რომ შენ უკვე არ იცი ვინ ხარ და სამართავად ხარ იოლი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მე-5 წერილზე: წერილში, გარდა ზოგადი კონტექსტისა, სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება და ახსნა-განმარტება არ ყოფილა

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ მეხუთე წერილს ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამჯერადაც, რაიმე ახსნა-განმარტება პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან არ გაკეთებულა.გურამ მაჭარაშვილი იმედოვნებს, რომ თუკი მომავალში კვლავ გამოქვეყნდება მსგავსი ფორმის წერილი, მასში მეტი კონკრეტიკა აისახება.„როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხარ და ბრალდებისა და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ ისეთ საკითხს, რასაც ჰქვია თვითმკვლელობა (საუბარია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე), ბუნებრივია, ამას საზოგადოებაში მაღალი ინტერესი ექნება. ის, რაც გააკეთა პროკურატურამ, არის აბსოლუტურად სწორი - ყველა ის პირი, მათ შორის ავტორი, გამოკითხა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამატებით დეტალებს ფლობდნენ საქმეზე, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება. ყველაფერ ამაზე საზოგადოებამ გამოკითხული პირებისგან, მათ შორის ავტორისგან, პასუხად მიიღო ის, რომ მათ არაფერი იცოდნენ.იმედია, თუკი მომავალში მსგავსი ტიპის წერილი იქნება, იქ აისახება კონკრეტული პასუხები იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებიც მას (ირაკლი ღარიბაშვილს) აქვს წაყენებული. ეს არის საინტერესო საზოგადოებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ წერილში, გარდა ზოგადი კონტექსტისა, სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება და ახსნა-განმარტება არ ყოფილა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სგპ ,,ყაზბეგისა“ და ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,ყაზბეგის“ და ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს.აღმოჩენილი დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით  (სგპ ,,ყაზბეგი“ 1 649 587 ლარი და სგპ  ,,სარფი“  316 904 ლარი)  ჯამში  1 966 491 ლარი  შეადგინა.კანონდამრღვევ მოქალაქეებს საბაჟო კოდექსის 169ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით ჯარიმა -  195 633 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

კახა კალაძეს დედა გარდაეცვალა

დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს დედა გარდაეცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, მე­დეა შენ­გე­ლიას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ის წუხელ ჩაფიძის კლინიკაში გარდაიცვალა.„პრაიმტაიმი“ მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.დედაქალაქის მერი, დილიდან იღებს სამძიმრის წერილებს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ასპინძა, სოფელი ბალანთა  იყო.მიწისძვრის სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.

დონალდ ტრამპი – კანადაში დაფუძნებულ კომპანია Bombardier-ს აშშ-ში თვითმფრინავების გაყიდვის უფლება აღარ ექნება, თუ ჩვენი ბაზარი სურთ, აქ უნდა აწარმოონ თვითმფრინავები

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადაში დაფუძნებულ, ძვირადღირებული კერძო თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანია Bombardier-ს შეერთებულ შტატებში თვითმფრინავების გაყიდვის უფლება აღარ ექნება.აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს მხოლოდ იმ შეთხვევაში მოხდება, თუ კომპანია თვითმფრინავების წარმოებას შეერთებულ შტატებში დაიწყებს.ამასთან, ტრამპის თქმით, კანადა შტატებს უსამართლოდ ექცევა, რადგან Bombardier-ის მსგავს ამერიკელ კომპანიას, Gulfstream Aerospace-ს კანადაში ოპერირების უფლება არ აქვს.„შეერთებულ შტატებში Bombardier-ის გაყიდვა აღარ მოხდება! მათი პროდუქცია საკმარისად კარგი არ არის! მათი შემოსავლის 50 პროცენტზე მეტი შეერთებული შტატებიდან მოდის. ისინი ამერიკელი მყიდველების, ამერიკული კომპანიების, ამერიკული აეროპორტებისა და ამერიკული სერვისის ხარჯზე ცხოვრობენ და ეს ყველაფერი მაშინ, როცა კანადა ბლოკავს ჩვენს დიდ ამერიკულ ბანკებსა და კომპანიებს. მათ Gulfstream Aerospace-საც კი დაუბლოკეს ბიზნესის კეთება კანადაში. ეს სრულიად უსამართლო და უკანონოა! ეს ერა დასრულდა! თუ მათ ჩვენი ბაზარი სურთ, აქ უნდა აწარმოონ თვითმფრინავები და შეწყვიტონ ამერიკის „ყულაბად“ გამოყენება. იყიდეთ ამერიკული. იფრინეთ ამერიკული თვითმფრინავებით. ისიამოვნეთ ამერიკული სასმელებით. იმოგზაურეთ ამერიკის ტბაზე. ამერიკა პირველ რიგში!“, – წერს ტრამპი.ცნობისთვის, 2026 წლის იანვარში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ Bombardier Global Express-ის ბიზნეს თვითმფრინავების სერტიფიცირებას გააუქმებდა და კანადაში წარმოებულ ყველა თვითმფრინავზე 50-პროცენტიან იმპორტის ტარიფებს დააწესებდა.

ბოლო სიახლეები