სამშაბათი, აპრილი 28, 2026

ბიძინა ივანიშვილი: ვირჩევთ არა ომს, არამედ მშვიდობას, არა მონობას, არამედ თავისუფლებას, არა სიღარიბეს, არამედ კეთილდღეობას, არა ბუნდოვან, არამედ თანასწორობაზე დაფუძნებულ ღირსეულ ევროპულ მომავალს!

პირადად გაძლევთ პირობას, მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ – იქცევა რეალობად ქვეყნისა, ასე ძალიან რომ გვიყვარს, ქვეყნისა, რომელიც არის და იქნება დამოუკიდებელი, თავად განსაზღვრავს საკუთარი ხალხის ბედს და მისი აღმატებულება ქართველი ხალხის გარდა, არავის მისცემს უფლებას, უკარნახოს, რა არის საქართველოსთვის კარგი, რისი უნდა გვწამდეს და რა ღირებულებებით უნდა ვიცხოვროთ!-  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ირჩევს მშვიდობას, თავისუფლებას, კეთილდღეობას და თანასწორობაზე დაფუძნებულ ღირსეულ ევროპულ მომავალს.

„ჩვენ კი ვირჩევთ არა ომს, არამედ მშვიდობას, არა მონობას, არამედ თავისუფლებას, არა სიღარიბეს, არამედ კეთილდღეობას, არა ბუნდოვან, არამედ თანასწორობაზე დაფუძნებულ ღირსეულ ევროპულ მომავალს!

ჩვენ ვივლით მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, და კეთილდღეობით ევროპისკენ!

შევძლოთ ერთად დადგომა და ვიცხოვროთ ერთიან, თავისუფალ და გაბრწყინებულ საქართველოში!“ –  მიმართა ივანიშვილმა თბილისში შეკრებილ მოსახლეობას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვლადიმერ პუტინი – გადაჭარბებული ბარიერები აფერხებს განვითარებას, ეს დროებითია, წარმავალია, მაგრამ რუსეთი მარადიულია

გადაჭარბებული ბარიერები აფერხებს განვითარებას; ეს დროებითია, მაგრამ რუსეთი მარადიულია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში კანონმდებლების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, საკანონმდებლო საქმიანობაში მხოლოდ შეზღუდვებსა და აკრძალვებზე ფოკუსირება კონტრპროდუქტიულია.„გადაჭარბებული ბარიერები აფერხებს განვითარებას; ეს დროებითია, წარმავალია, მაგრამ რუსეთი მარადიულია. კანონმდებლობა უნდა იყოს მოქნილი, დინამიური, პროგრესული და მომავალზე ორიენტირებული“, - აღნიშნა პუტინმა.

მძიმე ავარია აღმაშენებლის ხეივანზე – ვითარება ადგილზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აღმაშენებლის ხეივანზე.დაშავებულთა მდგომარეობა უცნობია.სოციალურ ქსელში მომხდარის ამსახველ კადრებს „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.„პრაიმტაიმის“ დეტალების გარკვევას ცდილობს.

მარკო რუბიო – აშშ ვერ შეეგუება ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნებას

აშშ ვერ შეეგუება ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა. მისი თქმით, ირანი კვლავ ცდილობს, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნებას, რაც შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია. რუბიო გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობებს, რომ თეირანი გარკვეული შეთანხმებების შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტის „გახსნას“ სთავაზობს. მისი თქმით, ვაშინგტონი ვერ შეეგუება იმას, რომ ირანი განსაზღვრავდეს, რომელი გემები შეძლებენ სრუტეში გავლას ან მოითხოვდეს რაიმე სახის გადასახადებს. „თუ ისინი გახსნაში გულისხმობენ იმას, რომ სრუტე ღიაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ირანთან შეთანხმებით მოქმედებთ, იღებთ მათ ნებართვას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაგბომბავენ და გადახდასაც მოგთხოვენ – ეს არ არის სრუტის გახსნა”, – განაცხადა რუბიომ.

გაერთიანებული სამეფოს მეფე და დედოფალი აშშ-ში ჩავიდნენ

გაერთიანებული სამეფოს მეფე და დედოფალი აშშ-ში ჩავიდნენ, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა აშშ-ში ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდნენ.მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა ენდრიუსის ავიაბაზიდან თეთრ სახლში გაემგზავრნენ, სადაც მათ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი უმასპინძლებთ.ვიზიტის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოვა.

ანდრიუს კუბილიუსი – უკრაინას ჯერ არ შეუძლია ნატო-ში გაწევრიანება, ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობა რთული პროცესია, რომელიც ვერ უზრუნველყოფს თავდაცვის შესაძლებლობების სწრაფ ინტეგრაციას

ევროპის თავდაცვის კავშირს შეუძლია, ხელი შეუწყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის თავდაცვის შესაძლებლობების ინტეგრაციას, – ამის შესახებ თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა პოლონეთის ქალაქ ჟეშოვში გამართულ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე (URC) განაცხადა.მისივე თქმით, ამ დროისათვის უკრაინის ალიანსში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას.„უკრაინას ჯერ არ შეუძლია ნატო-ში გაწევრიანება. ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობა რთული პროცესია, რომელიც ვერ უზრუნველყოფს თავდაცვის შესაძლებლობების სწრაფ ინტეგრაციას“, – განაცხადა კუბილიუსმა.ამასთან, კუბილიუსი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის უახლოეს წლებში ყველაზე ეფექტური თავდაცვის კავშირი შეიძლება იყოს ახლად შექმნილი კავშირი, რომელიც ფოკუსირებული იქნება ევროპული თავდაცვის შესაძლებლობების ინტეგრაციაზე.„ჩვენ გვჭირდება ევროპის თავდაცვის კავშირი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ინტეგრირება მოვახდინოთ უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის თავდაცვის შესაძლებლობების ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის შესაძლებლობებთან“, – აღნიშნა ევროკომისარმა.მისივე თქმით, ასეთი ალიანსი დაეხმარება უკრაინას რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ საიმედო უსაფრთხოების გარანტიების მიღებაში.ასევე, მისი თქმით, ალიანსი შეიძლება, გახდეს ქვეყნის ეფექტური რეკონსტრუქციის საფუძველი.ევროკომისარმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პარალელური გაწევრიანება საერთო ბაზარზე და ევროპის თავდაცვის კავშირში უახლოეს მომავალში „უკრაინის მიმართ ევროპული სტრატეგიული პოლიტიკის აშკარა ელემენტი“ გახდება.

ბოლო სიახლეები