ბექა დავითულიანი-საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ მგზავრთა გადაყვანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ესეც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე

Read Time:22 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის შეფასებით, ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაიზარდა, სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის ნიშანია.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ მგზავრთა გადაყვანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ესეც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე“, – განაცხადა დავითულიანმა.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს პიკის საათებში თბილისის ქუჩებში ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები განიხილეს.

პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ინიციატივით გამოდის, რომ პრობლემის მოგვარებაზე პარლამენტმაც დაიწყოს აქტიური მუშაობა. საპასუხოდ „ქართულ ოცნებაში“ განმარტეს, რომ საკითხზე თბილისის მერია მუშაობს და პროცესში ჩართულია შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტიც.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სააპელაციო სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
Next post ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს