ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონია

Read Time:37 Second

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ლერი აბულაძე (63 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ქართველმა ფალავანმა ფინალში აზერბაიჯანელ მურად მამადოვს სძლია. აღსანიშნავია, რომ აბულაძე კარიერაში მსოფლიო პიველობის ფინალში ზედიზეფ მესამედ გავიდა და დღეს პირველად მოიპოვა ჩემპიონობა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ორი მედლით დაასრულა, ორი დღის წინ ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ბელგრადში რამდენიმე დღის წინ დასრულებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია. გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და შოთა ფარტენაძე (61 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ, ხოლო ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

პეტრიაშვილმა და მაჭარაშვილმა, მედალთან ერთად, პარიზის ოლიმპიადის საგზურებიც გაინაღდეს. საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა, ჩვენი გუნდი მხოლოდ აშშ-სა და ირანს ჩამორჩა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილზე: უნიჭოდ ცდილობს კელი დეგნანის უბადრუკ იმიტირებას, როდესაც ეროვნული ბანკის კონსტიტიტუციურ გადაწყვეტილებას “რუსულს” უწოდებს
Next post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა