ბაჩო დოლიძე: არიან ადამიანები, რომლებიც არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც საშიშები არიან – ერთ-ერთია ვანო მერაბიშვილი

Read Time:45 Second

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, თავმჯდომარის არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი ფარულია და აბსურდია, თითქოს წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით უკვე რაღაცის პროგნოზირება შეიძლება.

მისივე თქმით, ვინც არ უნდა გახდეს თავმჯდომარე, პარტიიდან არავინ არავის გაგდებას აპირებს.

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არავინ არსად წასვლას არ აპირებს. გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ. ნამდვილად ვერ დავიწყებ საუბარს 60 და 70 პროცენტზე. ვიცით, რომ ხმის მიცემის პროცესი არის ფარული და არ ჩანს, ვინ ვის მისცემს ხმას. აბსურდია მანიპულირება, რომ წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით უკვე რაღაცის პროგნოზირება შეიძლება. აღნიშნული კომიქსები მინახავს, შესაბამისად, ახლა მთავარია, ყველამ ჩვენს ამომრჩეველს მოვუწოდოთ მხარდაჭერისკენ. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არავინ არავის გაგდებას არ აპირებს. წარმოუდგენელია, საიდან წარმოიშვა ეს აზრი. ყველას აქვს თავისი ისტორია ამ პარტიაში, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არიან ადამიანები, რომლებიც წინა პლანზე არ უნდა იყვნენ, რადგან არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც საშიშები არიან. პირველ რიგში, ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ შემთხვევაში, კულისების უკან მართავენ პროცესებს. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მათგანი, ნათელი მაგალითია ვანო მერაბიშვილი“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობაზე“: გაანადგურეს ევროპის საბჭოს სამივე მთავარი ღირებულება – ადამიანის უფლებები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და უბრალოდ სირცხვილია, რომ დღეს ისინი ტინი კოქსს აკრიტიკებენ
Next post რატი იონათამიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ცოტა გული მწყდება, რომ თავმჯდომარის პოსტზე 4-ვე კანდიდატის ერთად არჩევა არ შეიძლება, რადგან საბოლოო ჯამში, ეს კიდევ უფრო კეთესი იქნებოდა