არჩილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობაზე“: გაანადგურეს ევროპის საბჭოს სამივე მთავარი ღირებულება – ადამიანის უფლებები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და უბრალოდ სირცხვილია, რომ დღეს ისინი ტინი კოქსს აკრიტიკებენ

Read Time:41 Second

გაანადგურეს ევროპის საბჭოს სამივე მთავარი ღირებულება – ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, უბრალოდ სირცხვილია და ცინიზმია, რომ დღეს ისინი ტინი კოქსს აკრიტიკებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რამდენად მართალს ამბობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ტინი კოქსზე.

„ის [ტინი კოქსი] გახლდათ სწორედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო და ის იყო ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი, რომელიც გამოვიდა ინიციატივით ევროპის საბჭოში, რომ რუსეთისთვის შეეჩერებინათ წევრობა. რამდენად მართალს ამბობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და რადიკალური ოპოზიცია, ეს უკვე საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. ბატონმა აკო მინაშვილმა ამ დარბაზში მხარი დაუჭირა რეზოლუციას და საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულა ომის დაწყებაში. გადასცეს რუსეთს სტრატეგიული ობიექტები, მოუხსნეს უვიზო რეჟიმი და გააცამტვერეს, გაანადგურეს ევროპის საბჭოს სამივე მთავარი ღირებულება – ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, უბრალოდ სირცხვილი და ცინიზმია, რომ დღეს ისინი ტინი კოქსს აკრიტიკებენ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეუფე შიო – გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მსახურების შედეგად ჩვენი ერი ხელახლა მოექცა ქრისტეს სარწმუნოებაზე
Next post ბაჩო დოლიძე: არიან ადამიანები, რომლებიც არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც საშიშები არიან – ერთ-ერთია ვანო მერაბიშვილი