ბაყაყის ექსპორტისთვის საქართველოს სერთიფიკატს სთხოვენ

Read Time:37 Second

კომპანია, რომლის სახელწოდებას სურსათის ეროვნული სააგენტო ჯერჯერობით არ ასახელებს, ბაყაყის ექსპორტისთვის სერთიფიკატის გაცემას ითხოვს. ინფორმაციას სააგენტო qartli.ge სურსათის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, სერთიფიკატის გასაცემად სააგენტომ მუშაობა ნოებრიდან დაიწყო და ჯერ არ დაუმთავრებია. ექსპორტის დროს გამოსაყენებელ ვეტერინარულ სერტიფიკატს სწორედ სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს.

სერტიფიკატის მისაღებად, სააგენტოს წარედგინება ცხოველთა მარშრუტის გეგმა. ცოცხალი ცხოველების წარმომავლობის ადგილის (ცხოველთა დაბადების ან შეძენის ადგილი – ქვეყანა, ოლქი, რაიონი. გარეული ცხოველების შემთხვევაში – დაჭერის ადგილები) და მათი სახეობის, სქესის, ჯიშის, ასაკის, წონისა და საიდენტიფიკაციო ნიშნების შესახებ ინფორმაცია.

საქართველოს ,,საქსტატის” ცნობით, საქართველოდან დიდი რაოდენობით ბაყაყი 2009-2010 წლებში გაიყავნეს. მომხდარს სკანდალი მოჰყვა, რადგან ექსპორტიორ კომპანიებს შესაბამისი ლიცენზია არ აღმოაჩნდათ.

2009 წლის განმავლობაში ქვეყნიდან 250 500 ცოცხალი ბაყაყის ექსპორტი განხორციელდა, რამაც მთლიანობაში 4 175კგ შეადგინა. ბაყაყების ჯამური ღირებულება 14 612 დოლარი იყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 1 თებერვლიდან პროექტი “ემიგრანტის ადვოკატი საქართველოში“ იწყება
Next post ფერმერები სასოფლო-სამეურენეო ტექნიკას შეღავათიანი აგროკრედიტით შეიძენენ