ბაკურიანში წყლის დებიტის გაზრდისა და სეზონზე უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით სისტემის რეაბილიტაციის დამატებითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

Read Time:36 Second

ბაკურიანში ზამთრის საკურორტო სეზონისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფისა და წყლის დებიტის გაზრდის მიზნით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 2 პროექტს ახორციელებს, რომლის ჯამური ღირებულება 10 მილონ ლარამდეა, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პირველი პროექტი ითვალისწინებს სათავე ნაგებობისა და ამორტიზებული მაგისტრალური მილსადენის ახლით ჩანაცვლებას, წყლის ჩამკეტ-მარეგულირებელი მოწყობილობების შეცვლას, რაც უზრუნველყოფს ქსელის გამართულ ფუნქციონირებას.

მეორე პროექტით გათვალისწინებულია სოფელ ციხისჯვარში 5 ახალი წყლის ჭაბურღილის მოწყობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის შემკრებ კამერებს, სატუმბო სადგურსა და წყლის გამწმენდ ნაგებობას.

ორივე პროექტით დაგეგმილი სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
ბაკურიანში სწრაფად იზრდება განაშენიანება, ემატება სასტუმროები, კომერციული ობიექტები, იზრდება დამსვენებელთა რაოდენობა. ასევე, იგეგმება სხვადასხვა სპორტული ღონისძიება, რაც მოითხოვს უფრო მეტი წყლის მოხმარებას. შესაბამისად, საჭიროა დღეს არსებული წყლის სისტემა განვითარდეს და მზარდ მოთხოვნას გაუძლოს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: სვანები განსაკუთრებული მორალური კოდექსის, მაღალი ღირსების პატრიოტი ხალხი ხართ
Next post NBA-ის ჩემპიონის ვინაობა 1, ან 2 თამაშის შემდეგ გაირკვევა