ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

Read Time:25 Second

ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გამოცემა “ბორჯომი ტვ” თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმხილველების ინფორმაციით შემთხვევა დღის მეორე ნახევარში, სრიალის დროს მოხდა. 40 წლამდე კაცი, სავარაუდოდ მაღალი სიჩქარით მოძრაობდა ტრასაზე, რა დროსაც მოზარდს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. თვითმხილველების ინფორმაციით დაშავებულს, ქვედა კიდურები აქვს მოტეხილი. ის ბაკურიანის კლინიკაშია გადაყვანილი.

მათივე ცნობით გარდაცვლილი კაცი ადგილობრივი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმე სისხლის სამართლის 116 მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მედიის ცნობით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს
Next post ნიკა მელია: ბუნებრივია, ნიკა გვარამიასთან მოლაპარაკებები, საუბრები მაქვს – ორივეს ივანიშვილის დამარცხება გვაინტერესებს