ბათუმში ქვეწარმავლები გამოჩნდნენ

Read Time:30 Second

ბათუმში, დასახლებულ ტერიტორიებზე ქვეწარმავლები გამოჩნდნენ, – ამის შესახებ განცხადებას ბათუმის მერია ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასულ წლებში, ზაფხულის სეზონზე მსგავსი ფაქტების გახშირების გამო, ბათუმის მერიამ 2018 წლიდან ახალი ღონისძიება აამოქმედა, რომლის ფარგლებში, მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე, ხორციელდება შენობა-ნაგებობების, სარდაფების, სხვენების, საწყობების, სამეურნეო თუ დამხმარე დაწესებულებებისა და მათ ირგვლივ არსებული ტერიტორიების ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატებით დამუშავება.

„პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქვეწარმავლების დაჭერა, ტრანსპორტირება და დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაშვება. ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ღონისძიებების განსახორციელებლად მოქალაქეებმა უნდა დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე – (0422) 27 26 06“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ბათუმში, ანგისის დასახლებაში ქვეწარმავლების გამოჩენასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ფოტოც გავრცელდა, რომელიც მოქალაქე ეთო საითაძემ განათავსა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – რეპრესირებული ადვოკატების საქმეების გადახედვა რატომ დაუკავშირა „გირგვლიანის შესწორებებს“, თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ
Next post „ქართული ოცნება“ პარტიული რეფორმის მეორე ტალღას გეგმავს