ბათუმში, ნგრევისას დაღუპული ბავშვების დედაც გარდაიცვალა

Read Time:19 Second

36 წლის ინგა მეკეიძე, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ნგრევაში ორ შვილთან ერთად მოჰყვა, გარდაიცვალა. მთელი ღამის განმავლობაში, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო – ქალს გული რამდენჯერმე გაუჩერდა.

გამთენიისას მაშველებმა ნანგრევებიდან მისი შვილების – 1 და 9 წლის ბავშვების ცხედრები ამოასვენეს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბათუმში, სახლის ჩამონგრევისას გარდაცვლილი ბავშვები იმ ქალის შვილები არიან, რომელიც ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ რეანიმაციაშია
Next post თორნიკე რიჟვაძე: სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ გეოლოგები ირგვლივ მდგომი ყველა შენობის მდგრადობას შეისწავლიან