„ბავშვი მარტო დატოვეს, შველა ტაქსის მძღოლს სთხოვა…“ – 13 წლის ბიჭი 15 წლის მოზარდმა დაჭრა, რომელიც ცხელ კვალზე დააკავეს

Read Time:55 Second

მეშვიდეკლასელ ბიჭს 15 წლის მოზარდმა ღვიძლში დანა დაარტყა, ცივი იარაღი მუცელში ჩაუტოვა და ადგილიდან მიიმალა. 13 წლის მამიკონ შამოიანის დეიდა “კურიერს” უყვება, თუ როგორ გაუსწორდნენ არასრულწლოვანს სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ. მოზარდი თბილისში, გორგასლის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსთან მძიმედ დაჭრეს.

დანაშაულში მხილებული 15 წლის არასრულწლოვანი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს და ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს.

“კურიერის” მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ გადაჰყავთ არასრულწლოვანი ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში. დაკავებულის ოჯახს და ადვოკატს მომხდარის შესახებ საუბარი არ სურთ.

გორგასლის ქუჩის 2 ნომერთან მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ადგილობრივებმა მომხდარის შესახებ მხოლოდ პოლიციის მისვლის შემდეგ შეიტყვეს. ამბობენ, რომ კონფლიქტის ხმა არ გაუგიათ.

ფაქტის შესახებ დაჭრილი მოზარდის დედამ მასწავლებლისგან შეიტყო. ადგილზე მისულ მშობელს შვილი კლინიკაში გადაყვანილი დახვდა. ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

დაჭრილი მეშვიდე კლასელი კლინიკაში ტაქსის მძღოლმა გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მოზარდს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა, რის გამოც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

რა გახდა 13 წლის მოზარდის დაჭრის მოტივი – გამოძიება რამდენიმე ვერსიას განიხილავს, მათ შორის მეგობრების ორ ჯგუფს შორის, გოგოს გამო დაწყებულ კონფლიქტს. ახლა გამოძიება ადგენს, იკვეთება თუ არა საქმეში სხვა პირების პასუხისმგებლობა. 15 წლის ბრალდებულს კი სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ვრცლად ↓

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შიდა ფრენები საქართველოში – საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტები უახლოეს მომავალში ერთმანეთს დაუკავშირდებიან
Next post თამარ ჩიბურდანიძე: უცხოეთი ვეღარ ბედავს წელს ამ კანონს “რუსული” უწოდოს, რადგან თავად ევროკავშირი იღებს და საკუთარ თავს ცილს ხომ არ დასწამებენ?