0 0
Read Time:26 Second

„ლელო“ მოწოდებულია იმისთვის, რომ მოახდინოს იმ ამომრჩევლის კონსოლიდაცია, რომელსაც არც „ოცნება“ უნდა და არც „ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ლელო“ მოწოდებულია იმისთვის, რომ მოახდინოს იმ ამომრჩევლის კონსოლიდაცია, რომელსაც აღარ უნდა „ქართული ოცნება“, მაგრამ არ უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება. ამიტომ, ჩვენ სწორედ ასეთ ამომრჩეველთან ვმუშაობთ, იზრდება ჩვენი მხარდამჭერების რიცხვი. ეს აშინებს „ქართულ ოცნებას“, იმიტომ რომ ლელო ახერხებს დაამსხვრიოს მათი პროპაგანდისტული გზავნილი მოქალაქეების მიმართ და ეს გაგრძელდება, იმიტომ რომ ყოველდღიურად ვხედავთ ადამიანების მხრიდან მზაობას, რომ „ლელოს“ შეუერთდნენ”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები