ახალი ვაქცინის გამოცდა საქართველოში და ისრაელში

Read Time:1 Minute, 1 Second

ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტისა (IIBR) და
საერთაშორისო ფარმაცეპტული ორგანიზაცია NrxPharmaceuticals
წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მხარეთა შორის
ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმის
ხელისმოწერის შემდეგ, ისრაელში შემუშავებული ახალი ვაქცინის
BriLife 1125 ფლაკონი საქართველოში გაიგზავნება კორონავირუსის
საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდის მეორე ეტაპის
გასავლელად.

კლინიკური გამოცდა საქართველოში ისრაელში მეორე ეტაპის
დასრულებისთანავე დაიწყება. NrxPharmaceuticals აფართოებს
კლინიკური გამოცდის მეორე ეტაპს უცხოეთის ქვეყნებში, რათა
გაზარდოს სტატისტიკური მონაცემების ბაზა და მოამზადოს
ნორმატიული დოკუმენტები შემდეგი გამოცდის ჩასატარებლად.
ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტი (IIBR)
გამოცდის ყველა ეტაპს გააკონტროლებს.

რამდენიმე ხნის წინ NRxPharmaceuticals წარმომადგენლებმა
დაადასტურეს, რომ მათ ისრაელის მთავრობასთან ხელი მოაწერეს
ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც მათ ექსკლუზიური უფლება
გააჩნიათ შეიმუშაონ და აწარმოონ ვაქცინა და გაიტანონ ის

საერთაშორისო ბაზარზე. ისრაელში შემუშავებული ვაქცინის
გამოცდის მეორე ეტაპი წინა წლის ბოლოსათვის დაიწყო.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის ბენი განცის ქმით, ეს „საუკეთესო
ახალი ამბავია“ და გამოთქვა იმედი, რომ ვაქცინის გამოცდის მეორე
ეტაპი დასრულდება და ისრაელი დაიწყებს მის წარმოებას.
ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტისა (IIBR)
მიერ შექმნილი პრეპარატი ვირუსულ-ვექტორულ ვაქცინის
ჯგუფს მიეკუთვნება. Pfizer განსხვავებით, რომელსაც დღეს
ისრაელში გამოიყენებენ ასაცრელად, ახალი ვაქცინა იგივე პრინციპით
მუშაობს, როგორც ებოლას საწინააღმდეგო აცრა.

პრეპარატი შეიცავს ცხოველის ვირუსს, რომელიც არ იწვევს ადამიანში
დაავადებას. მოსალოდნელია, რომ ვაქცინაციის შემდეგ ადამიანს
COVID-19 საწინააღმდეგოდ საკმარისი რაოდენობით ანტისხეულები
გამოუმუშავდება.

სავარაუდოდ საქართველოსა და ისრაელს უკრაინაც დაემატება და
კლინიკური კვლევების მეორე ეტაპი უფრო მასშტაბური გახდება.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ფოტო

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა: პარლამენტის სახელით უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი მეცნიერის, ფილოლოგის, პოლიტიკოსის თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალების გამო
Next post ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან, დამატებითი შეზღუდვების შემოღება მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს