ახალგაზრდა კაცი, რომელიც დიდი დიღმის აფეთქებას ემსხვერპლა

Read Time:41 Second
ჩვენი ინფორმაციით, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი, ლევან დავლაძეა. იგი იმ საბედისწერო დღეს ამ კორპუსში სტუმრად იმყოფებოდა მეგობართან. როგორც შევიტყვეთ, ლევანი გასაღების ასაღებად აბრუნდა, რომელიც მეგობრის ბინაში დარჩა. ეტყობა ბინის კარი გააღო და ამ დროს მოხდა აფეთქებაც. წნევა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიჭი მეექვსე სართულიდან ძირს გადმოაგდო და შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს, ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
 
შემთხვევის ადგილზე შეკრებილი ბიჭები ამბობდნენ, შეიძლება ბინაში მან შუქი აანთო, დაგროვილი

იყო იქ გაზი და ამ დროს აფეთქდაო. აფეთქების დროს ეზოში იყო იმ ბინის პატრონი, ვისთანაც სტუმრად იყო ლევანი, ამ შემზარავი ტრაგედიის შემდეგ ის გამწარებული ეძებდა თურმე თავის მეგობარს და ამ საშინელი ტრაგედიის მომსწრე გახდა. როგორც შევიტყვეთ, ფირალიშვილების გვერდით მცხოვრების ბინაც ანალოგიურად განადგურებულია. არც ამ ბინას

ასევე დაგაინტერესებთ

აქვს კედლები და ფანჯრები შერჩენილი. კერა სად იყო ფირალიშვილების სახლში თუ ლევან დავლაძის მეგობრის სახლში, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში გლოვის დღეა
Next post ქუთაისში ხიდიდან ტრაილერი გადავარდა