აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებები იგეგმება

Read Time:24 Second

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებები იგეგმება. ცვლილებების დამტკიცებამდე კი საჯარო განხილვებიმიმდინარეობს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

დეპუტატები მედიისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, ცვლილებებით კონკრეტდება ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები და იზრდება კომპეტენციები.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ დაგეგმილი ცვლილებები ფორმალურია და არ პასუხობს რეგიონის გამოწვევებს. აჭარის კონსტიტუციის ცვლილება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, როცა პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად დაამტკიცა კონსტიტუციური კანონი აჭარის შესახებ. სწორედ ამ კანონთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია. განხილვებში ოპოზიციიდან მხოლოდ ევროპული საქართველო მონაწილეობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 167 სამხედრო მოსამსახურე შეემატა
Next post სუმოისტი ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელი გახდა