აშშ-ში აცხადებენ, რომ შეშფოთებულები არიან „თალიბანის“ მიერ დასახელებული ზოგიერთი სახელისუფლებო პირის აფილირებით და მათზე არსებული წარსული ინფორმაციის გამო

Read Time:51 Second

ამერიკის შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ შეშფოთებულები არიან „თალიბანის“ მიერ დასახელებული ზოგიერთი სახელისუფლებო პირის „აფილირებით და მათზე არსებული წარსული ინფორმაციის“ გამო.

„აღვნიშნავთ, რომ დასახელებული პირების სია შედგება ექსკლუზიურად „თალიბანის“ წევრებისგან, ან მათთან დაახლოებული ადამიანებისგან და მათ შორის ქალები არ არიან. შეშფოთებულები ვართ ზოგიერთი ინდივიდის „აფილირებით და მათზე არსებული წარსული ინფორმაციის გამო. ამავდროულად გვესმის, რომ „თალიბანმა“ აღნიშნული წარმოადგინა, როგორც დროებითი კაბინეტი. ჩვენ „თალიბანს“ მათი ქმედებებით და არა სიტყვებით განვსჯით“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, იგი ყურადღებით აკვირდება ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს.

„ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს იქნება ეს დროებითი კაბინეტი. ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება არის, რომ ყურადღებით მივყვეთ ამ პროცესს“, – აღნიშნა თურქმა ლიდერმა.

გაერო-ს წარმომადგენლის, ფარჰან ჰაქის განცხადებით, ეს გლობალური ორგანიზაცია მთავრობების აღიარების აქტებში არ მონაწილეობს.

„ეს არის საკითხი, რომელსაც აკეთებენ წევრი სახელმწიფოები და არა ჩვენ. ჩვენი თვალსაზრისით, მხოლოდ მოლაპარაკებებით და საკითხის ინკლუზიური გადაწყვეტით დადგება მშვიდობა ავღანეთში, – აღნიშნა ფარჰან ჰაქიმ.

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელის, პრამილა პატენის განცხადებით, „თალიბანის“ მიერ ავღანეთის ახალ მთავრობაში არცერთი ქალის დასახელება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ ვალდებულებას ქალთა და გოგონათა დაცვისა და პატივისცემის თაობაზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროკავშირი ორგანიზაციის კანდიდატ ქვეყნებში რეფორმებისთვის 14 მილიარდ ევროს გამოყოფს
Next post წინასაარჩევნო კამპანია სორის ადმინისტრაციულ ერთეულში