აშშ-ი უკრაინას კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით რვა მილიონ დოლარს გამოუყოფს

Read Time:34 Second

აშშ-ი უკრაინას კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით რვა მილიონ დოლარს გამოუყოფს

აშშ-ი უკრაინას კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით რვა მილიონ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, რომელიც აშშ-ისა და უკრაინის კიბერდიალოგის მესამე რაუნდის შემდეგ გამოქვეყნდა.

კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღო უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯოზეფ პენინგტონმა, ასევე პენტაგონის სპეციალისტებმა, ფედერალური საგამოძიებო ბიუროსა და აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.

„აშშ-მა დაანონსა დამატებით რვა მილიონი დოლარის გამოყოფა. ეს თანხა დაემატება 2017 წელს გამოყოფილ 10 მილიონ დოლარს. თანხის ნაწილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გაიცემა, რომელიც მომდევნო ოთხ წელიწადზეა გათვლილი და უკრაინის კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებისთვის 38 მილიონი დოლარის დაფინანსებას ითვალისწინებს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლ ფაშინიანს გიორგი გახარიამ კავკასიური ნაგაზის ლეკვი აჩუქა
Next post გიორგი გახარია-ბომბორა და ჩვენ