ორშაბათი, მარტი 17, 2025

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ ამ კვირაში ისაუბრებენ

აშშ-ის პრეზიდენტი რუს კოლეგას სავარაუდოდ ამ კვირაში ესაუბრება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა „სიენენთან“ განაცხადა.

„ვფიქრობ, ორ პრეზიდენტს ექნება ნამდვილად კარგი და პოზიტიური საუბარი ამ კვირაში“, – აღნიშნა უიტკოფმა.

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის აზრით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რამდენიმე კვირაში იქნება მიღწეული.

უიტკოფმა ასევე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, რომელსაც გადაწყვეტაზე ორიენტირებული დისკუსია უწოდა. თუმცა, შეხვედრის დეტალებზე და პუტინის პირობებზე საუბრისგან თავი შეიკავა. უიტკოფმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებული რეგიონები იქნება ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ნაწილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

🎥ვრცელდება საკუთარ დაბადების დღეზე მოკლული გოირგი ახალაიას ვიდეო

თბილისში, გამთენიისას, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.21 წლის ახალგაზრდა ხობის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდანაა.გავრცელებული ინფორმაციით, იგი კაზინოში, დაცვაში მუშაობდა.მოკლული 21 წლის გიორგი ახალაიაა. როგორც გაირკვა, გიორგის დღეს დაბადების დღე ჰქონდა. იგი სწორად საკუთარ დაბადების დღეზე მოკლეს.სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, როგორ მიულოცეს მეგობრებმა მას დაბადების დღე.„ვიღაცას უჩხუბია, ის გაუშველებია და მერე ვიღაცამ კისერი გამოჭრაო",- ამბობს წყარო ჩვენთან საუბრისას.გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დროისთვის ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

გუბაზ სანიკიძე – სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უკვე ძალიან სუსტია, რამეზე შეათანხმა ოპოზიცია? რამეს მოაბა თავი? რამდენი პროექტი დაიწყო, იმდენი ჩააფლავა, რამე ვალი გვაქვს ამ...

ადამიანს ჰქვია სახელი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი, მაგრამ ფუნქციას არ ასრულებს, ასეთია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც დავაბრალეთ, არც თვითონ თქვა ამაზე უარი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.მისივე თქმით, რუსთაველის გამზირსა და პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთთან ტექნიკური საკითხები აქვს შესაჯერებელი.„დროა, დეტალიზება მოხდე ამ მოთხოვნების, რადგან მოთხოვნები, რომლებიც დეტალიზებული არ არის, უფრო სურვილებს ემსგავსება. ამიტომ გასარკვევი გვაქვს, ვის ხელში ტარდება, როგორ ტარდება არჩევნები, მოლაპარაკების საფუძველით ხდება, რევოლუციის სახით ხდება, როგორ ხდება. ჩვენ ახლა რევოლუციების გადატანის უნარი არ გვაქვს, რადგან ხიფათებია ჩვენ გარშემო. ამიტომ ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ეს ძალა, რაც არის რუსთაველის გამზირზე, და ზოგადად, რუსთაველის გამზირია ახლა პოლიტიკური პროცესი საქართველოში, გარე ფაქტორები, აგერ ვუყურებთ, სერბეთში, სლოვაკეთში რა ხდება, უნგრეთში რა ხდება, გარკვეულწილად აღმოსავლეთ ევროპაში, რომლის ნაწილი ჩვენც ვართ. უნგრეთი ერთი ნაბიჯით გვისწრებს წინ, მათ ლიდერი გამოუჩნდათ უკვე, ახალგაზრდა ლიდერი, სერბებსაც ჰყავთ ლიდერი. ჩვენთან ლიდერობის საკითხი ტაბუდადებული თემაა, ყველა თავს არიდებს.ლიდერი მაინც და მაინც ერთ პერსონას კი არ ნიშნავს, ის შეიძლება ადამიანების ჯგუფი იყოს. გადაწყვეტილებების მიმღები ვინ არის. ადამიანს ქვია სახელი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი, მაგრამ ფუნქციას არ ასრულებს, ასეთია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც დავაბრალეთ, არც თვითონ თქვა ამაზე უარი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი. კი ბატონო, ვაღიარებთ პრეზიდენტად, მაგრამ მეორე მხარე არ აღიარებს მას პრეზიდენტად. პრეზიდენტი რომ გერქვას, პრეზიდენტივით უნდა იქცეოდე, პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს უნდა იღებდე, თუნდაც იმ შეზღუდული კონსტიტუციით, რა შეზღუდვებიც აქვს დღევანდელ საპრეზიდენტო ინსტიტუტსს. 109-ე დღეა, ეს ნიშნავს გამძლეობას, შეუპოვრობას ქართველი ხალხის, მაგრამ 109-ე დღეზე შედეგი უნდა იყოს, ხომ?. რა გვინდა, რა უნდა რუსთაველის გამზირს, რა შეკვეთას აკეთებს, როგორ იქცევიან პოლიტიკური პარტიები. ყბადაღებული ერთიანობა, ყველა იძახის, უპრეცედენტო ერთიანობა, რაში გამოიხატება, არაფერზე შეთანხმებული არ ვართ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.ამასთან, გუბაზ სანიკიძის შეფასებით, ხალხის გამოსვლები რომ არ ყოფილიყო, ოპოზიცია შესაძლოა, პარლამენტში შესულიყო.„ხალხის შეკვეთაა, რომ ჩვენ პარლამენტში არ ვზივართ, თორემ ეს გამოსვლები რომ არ ყოფილიყო, ვიყოთ გულწრფელები, შეიძლება შესულიყო ოპოზიცია პარლამენტში. ეს გამოსვლები რომ არ დაწყებულიყო და ეს გამოსვლები არჩევნების გაყალბების გამო კი არ დაწყებულა, ეს გამოიწვია კობახიძის ბრიყვულმა განცხადებამ“, – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უკვე ძალიან სუსტია.„შორიდან რომ გამოანათებ პირიმზესავით და ორ თვეში ერთხელ გამოჩნდები, რაღაც იდეას გამოაცხადებ და თან სურვილი გაქვს, ამ ყველაფრის უფროსი იყო, მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ქალბატონ სალომეს, ვადასტურებ მისი ინსტიტუციის მიმართ პატივისცემას, მაგრამ მისი პოზიციები ძალიან სუსტია უკვე“, – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

ზესტაფონის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დათო ალავიძე დაიღუპა

ზესტაფონის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დათო ალავიძე დაიღუპა. ის ქუთაისიდან იყო. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე აქვეყნებს.„გლოვობს ჩემი ქუთაისი - გარდაიცვალა ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, დედისერთა დათო ალავიძე. სხვისი ტკივილი გტკიოდა ნატალია და შენი ერთადერთი შვილის სიკვდილს მოესწარი... როგორი დედა-შვილი იყავით,  რა ბედნიერი ჰყვებოდი რომ კარგი შვილია და კარგი ოჯახი, მეუღლე ჰყავსო... უფალმა მოგცეს გამძლეობა, დათოს პატარა ვაჟკაცს სჭირდები. დაგტირის შენი ოჯახი გლოვობს „ავტოქარხანა“...  ენით აუწერელი ტკივილი დაგვიტოვე, გაანადგურე და თავდაყირა დააყენე ყველას ცხოვრება ვინც გიცნობდა, ნათელში იყავი, ჩვენო ყველასგან და ყველაფრით გამორჩეულო და განსაკუთრებულო...“ - წერს შოთო სიხარულიძე.

მარკო რუბიო აცხადებს, რომ სტივ უიტკოფისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყო. ამის შესახებ მან „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.სახელმწიფო მდივანს ჟურნალისტმა შეახსენა მისი განცხადება, რომ უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა პასუხს გასცემდა ფუნდამენტურ შეკითხვას, მოძრაობენ თუ არა ისინი ცეცხლის შეწყვეტისკენ და არის თუ არა ეს გაჭიანურების ტაქტიკა, რაზეც რუბიომ აღნიშნა, რომ მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მოლაპარაკებების საჯაროდ განხილვას არ აპირებს.„არსებობს გარკვეული გამოწვევები. ეს არის რთული, სამწლიანი ომი, რომელიც მიმდინარეობს ძალიან გრძელ სამხედრო ფრონტზე, მრავალი სირთულით. ასე რომ, არავინ ამბობს, რომ ეს ადვილია“, – თქვა სახელმწიფო მდივანმა.მან ასევე აღნიშნა, რომ პირველი გეგმა არის ცეცხლის შეწყვეტა, ხოლო მეორე გულისხმობს ყველა მხარის მაგიდასთან დაჯდომას, რათა ეს ომი საბოლოოდ დასრულდეს.„არავინ ამბობს, რომ ეს მეორე ნაწილი ადვილია, მაგრამ ჩვენ ვერ მივალთ ამ მეორე ნაწილამდე, ვიდრე არ გავცდებით პირველ ნაწილს. რთულია მოლაპარაკებების წარმოება ომის ხანგრძლივი დასრულების შესახებ, როდესაც ისინი ერთმანეთს ესვრიან და ამიტომ პრეზიდენტს სურს ცეცხლის შეწყვეტა. ეს არის ის, რაზეც ვმუშაობთ. ეს თავისთავად არ იქნება ადვილი. მეორე ფაზა, რაც გულისხმობს უფრო გამძლე და მუდმივი რამის შესახებ მოლაპარაკებას. ეს იქნება რთული. ის მოიცავს ბევრ მძიმე შრომას, დათმობებს ორივე მხრიდან, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. ეს ომი ვერ გაგრძელდება. პრეზიდენტი ნათლად საუბრობს ამის შესახებ და აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, მის დასასრულებლად“, – აღნიშნა რუბიომ.

ნესლიჰანის და ქადირის პირველი ფოტო პატარა აზიზთან ერთად

ნესლიჰან ათაგიული და ქადირ დოღულუ 8-წლიანი ლოდინის შემდეგ მშობლები გახდნენ.როგორც ცნობილია, წყვილს ვაჟი ეყოლა.ერთადერთი ინფორმაცია რაც ვრცელდება არის ის რომ ნესლიჰანის და მისი ვაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და მშობლები მალე გააკეთებენ განცხადებას შვილის დაბადების შესახებ.ჯერ-ჯერობით უცნობია რა დაარქვეს ბიჭს.

ბოლო სიახლეები