„ასეთი ფრთამოტეხილი და სევდიანი არც არასოდეს არ ვყოფილვარ… ღმერთს ვევედრები, რომ ამ კაცმა ჩვენსკენ გამოიხედოს“ – დიმიტრი ღვთისიაშვილი

Read Time:1 Minute, 10 Second

დიმიტრი ღვთისიაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. რეჟისორი მეგობრის, ზურა ბერიკაშვილის მდგომარეობას ეხმაურება და წერს, რომ ერთადერთი, რასაც სამეგობრო ნატრობს, მისი გამოჯანმრთელებაა.

„ძვირფასო ადამიანებო! ძვირფასო მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, ჩემო კოლეგებო, ჩემო ნამოწაფრებო და ახლანდელო „შვილებო“, ჩემი მოზარდელების დიდო არმიავ, ნათესავებო, ნათელ-მირონებო, ბავშვობისა თუ სტუდენტობის ძმებო და დებო, ყველას დიდი და განსაკუთრებული მადლობა იმისათვის, რომ თუნდაც 1 წუთი დამითმეთ და მომილოცეთ დაბადების დღე! 56 წლის გავხდი და იმდენი სიყვარული მივიღე თქვენგან, რომ ბევრ დაბადების დღეს გაჰყვება. განსაკუთრებულად მილოცავდნენ ყველა იმ თეატრიდან, სადაც თუნდაც ერთი რეპეტიცია ჩამიტარებია, რომ გადავხედე მოლოცვებს, საქართველოში მოქმედი აბსოლუტურად ყველა თეატრიდან მივიღე მოლოცვა, ნამოწაფრებიდანაც შეიძლება 100 პროცენტით არა, მაგრამ ყველა გამოშვებული ჯგუფიდან მილოცავდნენ. მომილოცეს ამერიკიდან, ინგლისიდან, ლიეტუვადან, გერმანიიდან, უზბეკეთიდან, ესპანეთიდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან… ყველას წინაშე ქედს ვიხრი და დიდ მადლობას მოგახსენებთ! ამდენი მოლოცვა ალბათ არცერთ დაბადების დღეს არ მიმიღია, თუმცა ასეთი ფრთამოტეხილი და სევდიანიც არც არასოდეს არ ვყოფილვარ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი მოლოცვა დამაკლდა! ღმერთს ვევედრები, რომ ამ კაცმა ჩვენსკენ გამოიხედოს, თავისებური ეშმაკური ღიმილით კახურად „შემოგვიკურთხოს“. ის წონასწორობა აღადგინოს, რამაც მთელ საძმოსა თუ საახლობლოს მხარი მოგვტეხა, ოთხ თვეში ჩვენი დაბერებაც მოახერხა და დასევდიანებაც. დიდი მსმელი არ ვარ, თუმცა საკუთარ დაბადების დღეზე მიყვარდა შეთრობა, მხიარულების ბოლომდე შეგრძნება და უერთგულესი და უსაყვარლესი ადამიანების გარემოში გალაღება და „გაფრენა“. დღეს მე და გიგა პირისპირ ორნი დავსხედით ყოველგვარი ზეიმისა და პურ-მარილის გარეშე, ერთი ჭიქა დავასხით, შენი ჩვენსკენ მობრუნებისა ვთქვით და ასე დავიშალეთ. მეტი არც არაფერი გვაქვს ერთმანეთისთვის სათქმელი. ჰოდა, იქნებ ღმერთმა გვისმინოს!“ – წერს დიმიტრი ღვთისიაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვინ არის ვარლამ ლიპარტელიანის მეუღლე, რომელიც ცნობილი ოჯახიდანაა – წყვილი მეოთხე ვაჟის მოლოდინშია
Next post გურამ მაჭარაშვილი: საოცარია, მაგრამ ამ 33 წლის თავზე მაინც მოგვიწია კიდევ ერთხელ სახალხო შეკრება იმასთან დაკავშირებით – გვინდა თუ არა სუვერენიტეტი