არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა

Read Time:29 Second

საქართველოს ეროვნული გმირის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი გასული წლის 22 თებერვალს ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს გამთენიისას კი,  გავრცელდა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ.

35 წლის  ნაწამები ჯარისკაცის ცხედარი ქართულ მხარეს მხოლოდ 26 დღის  შემდეგ გადმოსცეს.   ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით  დაკრძალეს.  სამხრეთ ოსეთის დეფატქო ხელისუფლებამ სიკვდილის მიზეზად გულის უკმარისობა დაასახელა. ექსპერტიზის თანახმად კი,   ცხედარს 100-მდე დაზიანება ჰქონდა სხეულზე.

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებული სარჩელი, რომელშიც  წერია , რომ 35 წლის ტატუნაშვილი წამებითაა მოკლული, სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა. მუხათგვერდის სასაფლაოზე დღეს ეროვნული გმირის ხსოვნას პატივს მიაგებენ  პრემიერმინისტრი და მთავრობის წევრები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post როგორ დახვდნენ ლადო აფხაზავას ჩიბათის სკოლაში – ემოციური კადრები
Next post “დღეს კიდევ ერთმა ანგელოზმა დაამარცხა სიკვდილი. ის იაშვილის კლინიკაში უშედეგოდ ებრძოდა ლეიკემიას”