არჩილ თალაკვაძე – ჩვენი მთავარი საზრუნავი არის მომავალი, წარსულს უკვე მისცა საზოგადოებამ შეფასება

Read Time:1 Minute, 21 Second

ჩვენი მთავარი საზრუნავი არის მომავალი, წარსულს უკვე მისცა საზოგადოებამ შეფასება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ სიღნაღში გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ბიზნესის თავისუფლება იქნება.

„დღეს ყველა მოქალაქეს აინტერესებს რა იქნება მომავალში. ჩვენ მზად ვართ რომ განვაახლოთ თქვენთან ნდობა, მზად ვართ რომ თქვენთან ერთად განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება და ავიღოთ პასუხისმგებლობა მომავალზეც. ჩვენ მომავალში უფრო დიდ ყურადღებას მივაქცევთ განათლებას და შევქმნით უფრო მეტ შესაძლებლობებს განათლების სფეროში, რათა ახალგაზრდებმა მიიღონ უფრო ხარისხიანი, უფრო კონკურენტული ცოდნა და უფრო მეტი წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ გვსურს, რომ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის და ამისთვის, გავაძლიერებთ ისეთი პროგრამების მუშაობას, როგორიც არის „აწარმოე საქართველოში“, როგორიც არის სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, როგორიც არის ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტო და მისი პროგრამები, როგორიც არის ფერმერების მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ბიზნესის მხარდაჭერა, ბიზნესის თავისუფლება რჩება ჩვენს მთავარ მნიშვნელოვან პრიორიტეტად. ჩვენ გვსურს შევქმნათ ახალი შესაძლებლობები და უფრო თანაბარი შესაძლებლობები ქალაქებსა და სოფლებს შორის, რათა რეგიონებში კიდევ უფრო მეტად გადანაწილდეს ეკონომიკა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გარდა ამისა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, დღეს ქვეყანაში ბევრი გამოწვევაა და არა ერთ ადამიანს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა ჯერ კიდევ სჭირდება.

„რა თქმა უნდა, ბევრია გამოწვევა, არაერთი ადამიანი რჩება სიღარიბის პირისპირ და არაერთი ადამიანია, ვისაც ჯერ კიდევ სჭირდება სახელწიფოს მხარდაჭერა, თუმცა ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ იმ მიზნებით, გეგმით და ხედვით, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენ ამის გაკეთებას შევძლებთ. ამ არჩევნებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ვინაიდან ეს საპარლამენტო არჩევნები აძლიერებს თქვენ პირდაპირ კონტროლს ხელისუფლებაზე და ამისთვის ჩვენ ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ. ჩვენ შევცვალეთ და ჩავატარეთ საკონსტიტუციო რეფორმა, ჩვენ შევცვალეთ საარჩევნო სისტემა, „ქართული ოცნება“ არის ძალა და პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უახლეს ისტორიაში პირველმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეცვალა საარჩევნო სისტემა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ მეარაყიშვილი ცეზარ ჩოჩელს: მე და ჩემი 11 წლის შვილი ახალგორიდან არ გავქცეულვართ, ბატონო ცეზარ, თქვენ კი ნამდვილად გაიპარეთ 2008 წლის 13 აგვისტოს ღამით
Next post გიორგი გახარია – არჩევნები უნდა ჩავატაროთ ისე, რომ არავის ჰქონდეს კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა – უბრალოდ, არ გვჭირდება ამ არჩევნებში არანაირი გართულება