არჩილ თალაკვაძე – საქართველო წარმატებას თუ მიაღწევს, ხელისუფლების მნიშვნელოვანი წვლილი იქნება, ოპოზიცია კი ვერაფერს მიიღებს, ამიტომ არწმუნებენ ევროპელ პარტნიორებს, კანდიდატის სტატუსი არჩევნებამდე არ მოგვცენ

Read Time:1 Minute, 39 Second

საქართველო წარმატებას თუ მიაღწევს, ხელისუფლების მნიშვნელოვანი წვლილი იქნება, ოპოზიცია კი ვერაფერს მიიღებს, ამიტომ არწმუნებენ ევროპელ პარტნიორებს, კანდიდატის სტატუსი არჩევნებამდე არ მოგვცენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც თალაკვაძე აცხადებს, კანდიდატის სტატუსის გარეშე საქართველოს დატოვებამ დამატებითი რისკების წინაშე დააყენა ქვეყანა, თუმცა მისივე თქმით, ხელისუფლებამ მართა ეს რისკები.

„იმ ფონზე, როდესაც რადიკალური ოპოზიცია არის დაკავებული ევრორეკომენდაციების და რეფორმების დისკრედიტაციით, ყველანაირად ცდილობენ, ხელი შეუშალონ 12 პუნქტის შესრულებას, ხელისუფლება პასუხისმგებლობით ასრულებს ყველა პუნქტსა და რეკომენდაციას, რომელზეც არის დამოკიდებული საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ჩვენის მხრივ პირობას ვაძლევთ თანამოქალაქეებს, საზოგადოებას, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა შემდგომი განხილვის პროცესში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების მომენტი დადგება საქართველოს ჰქონდეს შესრულებული ყველა რეკომენდაცია. ამის შემდეგ უკვე რჩება ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება. იმედი მაქვს და საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს მოლოდინი, ახლა საქართველოზე იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული, ვინაიდან ევროპელი პოლიტიკოსებიც აცხადებენ, რომ საქართველო იმსახურებდა და დღეს კიდევ უფრო იმსახურებს ამ სტატუსს. გასულმა თვეებმა დაადასტურა, რომ საქართველოს დატოვება კანდიდატის სტატუსის გარეშე არ იყო მართებული გადაწყვეტილება, ამან გააქტიურა ქვეყნის არაკეთილმოსურნე, მტრული ძალები და დამატებითი რისკების წინაშე დააყენა ქვეყანა. ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ ვმართეთ ეს რისკები, მოვიგერიეთ და ვამზადებთ ყველაფერს, რათა საქართველოზე იყოს სათანადო გადაწყვეტილება მიღებული, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია მომავალშიც არ იქნება კონსტრუქციული.

„გვქონდა სურვილი, ოპოზიცია მაქსიმალურად ყოფილიყო ჩართული ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში, თუმცა დავინახეთ, რომ მათ არათუ სურთ, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, არამედ, პირიქით, ეშინიათ და არ უნდათ, რომ 2024 წლის არჩევნებამდე ეს მოხდეს. ამაში ხედავენ საფრთხეს სწორედ მათი პარტიული ინტერესებისთვის. ფიქრობენ, თუ საქართველო მიაღწევს წარმატებას, ამაში იქნება ხელისუფლების მნიშვნელოვანი წვლილი, საზოგადოების დიდი დამსახურება, მაგრამ ისინი ვერაფერს მიიღებენ სანაცვლოდ, ამიტომ არწმუნებენ დახურულ კარს მიღმა ევროპელ პარტნიორებს, არჩევნებამდე საქართველოს არ მისცენ კანდიდატის სტატუსი, რომ ამან ხელი არ შეუშალოს რადიკალურ ოპოზიციას საკუთარი გეგმების განხორციელებაში. ეს არ არის პატრიოტული მიდგომა, ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. რადიკალური ოპოზიცია მომავალშიც  არ იქნება კონსტრუქციული, საკუთარი წვლილი შეტანას არ აპირებს ევრორეკომენდაციების განხორციელების პროცესში. ჩვენ, ხელისუფლება, გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ რეკომენდაციები ამომწურავად იყოს შესრულებული. ევროკავშირს ჰქონდეს სრული საფუძველი, საქართველოსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს. საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. შედის საქართველოსა და ევროპის ორმხრივ ინტერესებში შედის, რომ ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვაშაძე: შანსი არაა მომავალში „ოცნებამ“ რაიმე ტიპის არჩევნები მოიგოს – როგორც კომუნისტური პარტია გაპარტახდა, ისე მოუვა „ოცნებასაც“
Next post ზურაბ ქადაგიძე ჯაფარიძესა და ხოშტარიაზე: ერთი ხელით ვითომ, ძალადობას აპროტესტებენ-ხოლმე და მეორე ხელით პოლიციელისთვის ცეცხლის წამკიდებელს ამართლებენ