არჩილ თალაკვაძე: თუ ჩვენი ქვეყნის მიმართ გაჟღერდება დეზინფორმაცია ან უსამართლო ბრალდებები, ჩვენი უპირველესი მოვალეობაა ამას ვუპასუხოთ

Read Time:41 Second

საქართველო არასოდეს გამხდარა და არც მომავალში გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი. პირიქით, ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვხატეთ უკრაინის მიმართ, – ასე გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე ირაკლი კობახიძის განცხადებასCNN-ის ეთერში დასმულ კითხვასთან დაკავშირებით. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თმით, ტყუილია, ომ გაზრდილ ექსპორტში უდიდესი წვლილი რუსეთთან ვაჭრობას აქვს.

„თუ ჩვენი ქვეყნის მიმართ გაჟღერდება დეზინფორმაცია ან უსამართლო ბრალდებები, ჩვენი უპირველესი მოვალეობაა ამას ვუპასუხოთ. სიმართლე არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, არა მხოლოდ ომის პერიოდში – წინა წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა. იზრდება ექსპორტიც. ესეც სიმართლეა. თუმცა ტყუილია, რომ ამ ექსპორტში უდიდესი ან თუნდაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს რუსეთთან ვაჭრობას“, – ამბობს თალაკვაძე.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რითიც იგი 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებით სი-ენ-ენის ინფორმაციას ეხმიანება. კობახიძის განცხადებით, საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგი უგულავა: ხელისუფლების პროპაგანდა ლევან ბერძენიშვილს თავის ყველაზე ჭუჭყიანი არარაობებით ებრძვის
Next post ლაშა ხუციშვილი – სანქციებთან დაკავშირებით შეჩერდა ათასზე მეტია ოპერაცია, მათ შორის იყო ევროკავშირიდან წამოსულ საქონელი, რომელიც მიდიოდა რუსეთში, ასევე რუსეთიდან წამოსული საქონელი, რომელიც მიდიოდა ევროკავშირის ქვეყნებში