არჩილ თალაკვაძე – ევროპის საბჭო საქართველოს არ მიუთითებს კონკრეტულ მოდელზე, მათ აქვთ მოლოდინი, რომ არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებთ

Read Time:29 Second

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს,რომ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების ვალდებულებას შეასრულებს. ამის შესახებ მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.

“ევროპის საბჭოს რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულად. ჩვენ ახლავე შეგვიძლია ვუთხრათ დიახ, ამ ვალდებულებას ხელისუფლება შეასრულებს, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და გამჭვირვალედ. ევროპის საბჭო საქართველოს არ მიუთითებს კონკრეტულ მოდელზე. მათ აქვთ მოლოდინი,რომ არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებთ”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.

რეზოლუციაში, რომელიც ასამბლეამ მიიღო, ორგანიზაცია მმართველ პარტიას მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობითა და მხარდაჭერით ისარგებლებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამერიკული მედია: გაზაფხულზე გახარია ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში მიდის
Next post რუსეთში ახალი კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა