არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია მომავალ კვირაში საუბნო კომისიის ზოგიერთი წევრის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს

Read Time:30 Second

საარჩევნო საუბნო კომისიის ზოგიერთი წევრის მიმართ შესაძლოა, დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია აღნიშნული საკითხის განხილვას მომავალ კვირაში აპირებს.

„შემდეგ კვირას, როდესაც ჩვენ გვექნება შეხვედრა და მსჯელობა, მსჯელობის ერთ-ერთი საგანი იქნება კონკრეტული კომისიის წევრების საკითხი. მხედველობაში მყავს უბნის კომისიის წევრები, ალბათ ჩვენ ვიმსჯელებთ, მოგმართოთ შესაბამისი რეკომენდაციით, რომ იქიდან გამომდინარე, რაც მათთან გასაუბრების დროს გამოიკვეთა, მათ მიმართ დადგეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.

ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი განვიხილოთ კომისიაზე და შესაბამისი წარდგინებით წარვდგეთ თქვენ წინაშე, რადგან რიგ შემთხვევაში მართლაც ძალიან უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და კომპეტენციის პრობლემები გამოიკვეთა“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ დღევანდელ სხდომაზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჟვანია არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს პასუხობს
Next post ანა ბუჩუკური ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციისგან „კოვიდ-19“-ის მართვასა და გავლენაზე ჩატარებული კვლევის გასაჯაროებას ითხოვს